
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
♈ვერძი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაგეგმად. არ გაუშვათ ინიციატივა ხელიდან და არავითარ შემთხვევაში არ დაიხიოთ უკან. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. რასაც ახლა დაკარგავთ, იმის მომავალში ანაზღაურება ძალიან ძნელი იქნება.
♉კურო
თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება გირჩევთ, მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო ვარიანტი, ასევე საკუთარი გამოგონებები გამოიყენოთ. ნუ გარისკავთ: ზედმეტმა ექსტრავაგანტულობამ და ეგოიზმმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობის დროს ტაქტი და ყურადღება გამოიჩინოთ.
♊ტყუპები
ტყუპებს მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში წარმატება ელით. სავარაუდოდ, საინტერესო ბიზნესშეთავაზებებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ და სანამ დათანხმდებით, მიღებული ინფორმაცია საგულდაგულოდ შეამოწმეთ. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და ხალხმრავალ ადგილებს.
♋კირჩხიბი
ამ დღეს მოსალოდნელია თავის ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა. ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ: შეიძლება, არასწორი ინფორმაცია მიიღოთ და მოტყუვდეთ. სასურველია ლოდინის პოზიცია არჩიოთ, დავებში და დისკუსიებში არ ჩაერიოთ, რადგან შესაძლებელია, ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ შემოტიალდეს.
♌ლომი
თუ საკუთარ მოქმედებებს კარგად დაგეგმავთ, შეიძლება დაწყებული საქმეები სასურველი შედეგით დაასრულოთ და პასუხი მიიღოთ ყველა კითხვაზე, რომელიც გტანჯავთ. მოერიდეთ კატეგორიულ განცხადებებს, თუნდაც თქვენთვის უსიამოვნო ინფორმაცია გაიგოთ. ყურადღება მიაქციეთ დაავადების სიმპტომებს და ექიმს დროულად მიმართეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადება შეიძლება გახანგრძლივდეს.
♍ქალწული
ეს დღე კოსმოსური ენერგიების მიღებას და წინასწარმეტყველების ასრულებას უკავშირდება. ხელსაყრელი დროა მკურნალობის კურსის ჩატარების ან მკურნალობის პრევენციის დაწყებისთვის. ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.
♎სასწორი
ეს დღე თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. მოსალოდნელი უსიამოვნებები ან გამოგაწრთობთ ან მორალურად გაგანადგურებთ. ნუ იქნებით სხვების დახმარების იმედად, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობაში თქვენთვის დამახასიათებელი კეთილშობილება გამოიჩინოთ.
♏მორიელი
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან თავის შეკავება ჯობს. ხელსაყრელი დღეა ახლობლებთან კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისთვის. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანებთან, ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობას დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძლიერი გრძნობების ან შემთხვევითი გარემოებების გამო ვიღაცის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეთ.
♐მშვილდოსანი
წინააღმდეწგობრივი დღეა. მოსალოდნელია მგზავრობა, ახალი ნაცნობები ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა. გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები დაგჭირდებათ. ასე რომ, საკუთარი შესაძლებლობები წინასწარ უნდა განსაზღვროთ. შესაფერისი დღეა ახალი საქმეების დაგეგმვისთვის.
♑თხის რქა
ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დასაკავშირებლად. სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან იზრდება. მოსალოდნელია წარმატება და გარშემო მყოფთა კეთილგანწყობა. საყვარელი საქმეს ან გატაცება, სიამოვნების გარდა, შემოსავალს მოგიტანთ.
♒მერწყული
ხელსაყრელი დღეა თვითრეალიზაციისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის საქმიანობის ყველა სფეროში. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიძულებთ. მერწყული ქალები მამაკაცების მხრიდან ყურადღებას იგრძნობენ. არ არის გამორიცხული ახალი გატაცება.
♓თევზები
ეს დღე გამძლეობას, აზრების სიწმინდეს და ცდუნებაზე უარის თქმას განასახიერებს. ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. ჰოროსკოპი გირჩევთ, აქტიურობისგან თავი შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგიას ფუჭად დახარჯავთ. უარი თქვით უსარგებლო კონტაქტებზე და ეცადეთ, რეალობა უფრო კრიტიკულად შეაფასოთ.