Digest Logo

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

 08:47 პარ. 23 აპრილი
23 _ ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

სასიცოცხლო პოტენციალი კრეატიულობა, ინტუიცია და სექსუალობა იზრდება. ძველი მეგობრები, რომლებიც საბოლოოდ დაკარგულები გეგონათ, თქვენთან შერიგების გზებს ეძებენ. გირჩევთ, კეთილშობილება და დიდსულოვნება გამოიჩინოთ, ამბიციებს და დაპირისპირებას ერიდოთ და ყველაფერი მოგვარდება. ბავშვების ინტერესები თქვენი მხრიდან მეტ ზრუნვას და ყურადღებას მოითხოვს.

♉კურო

შესანიშნავი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, მომავლის დასაგეგმად და, ასევე, ახალი საქმის დასაწყებად. ეს დღე ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. ეცადეთ, მოჭარბებული ენერგია გონივრულად გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მალე გადაიღლებით.

♊ტყუპები

თქვენი ენერგია და სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. მასთან ერთად გაიზრდება კრეატიულობა, ინტუიცია და სექსუალურობა. შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დაწყების და ახალ პროექტებში თანამოაზრეების მოსაზიდად. სავარაუდოდ, საქმეში მნიშვნელოვან წინსვლას უნდა ელოდოთ.

♋კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროექტი წარმატებით დასრულდება. მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ცვლილებები გელით, რაც მომდევნო კვირას და შესაძლოა, მომდევნო თვესაც კი გაგრძელდება და სავარაუდოდ, ბავშვებთან, შემოქმედებასა და პირად წარმატებასთან ასოცირდება.

♌ლომი

ხელსაყრელი დღეა დაგროვილ საქმეებთან გამკლავებისა და საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის. თქვენი ან თქვენი ახლობლის მიმართ გამოვლენილმა უსამართლობამ შეიძლება საშინლად გაგაბრაზოთ. აქტიურობა და უშუალობა პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ, მთავარია, ემოციების კონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება შეძლოთ. რისკთან დაკავშირებული ოპერაციები დანაკარგებს მოგიტანთ.

♍ქალწული

ხელსაყრელი დღეა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი კეთილგანწყობა არასწორად შეაფასოს და ზედმეტად თავდაჯერებულად მიგიჩნიოთ. ყველაფერი მოგვარდება თუ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ.

♎სასწორი

ეს დღე პირად ცხოვრებაში წარუმატებლობას და მატერიალურ დანაკარგებს უკავშირდება. შესაძლოა, ამაში მნიშვნელოვანი როლი გარშემო მყოფი ადამიანების შურმა და მტრობამ შეასრულოს. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკულად განეწყოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. სასურველია, ამ დღეს მეგობრებთან შეხვედრები არ დანიშნოთ.

♏მორიელი

ცვლილებებისა და გარდაქმნების დღეა. არ არის გამორიცხული, ამ დღეს რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ვარსკვლავების კეთილგანწყობა გელით, ამიტომ კოლეგების ან ახლობლის საქმიანი წინადადების მიღებაზე დიდხანს ნუ იფიქრებთ. ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებთ, წარმატებული იქნება და შესანიშნავ შედეგებს მოგიტანთ.

♐მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, საკუთარ პროექტებში თანამოაზრეების ჩართვისა და, ზპგჰადად, ურთიერთობისთვის. გირჩევთ, მოზღვავებული ენერგია სასარგებლოდ გამოიყენოთ - ერიდეთ უსარგებლო საუბრებსა და დებატებში დროისა და ძალის ფლანგვას.

♑თხის რქა

სასიცოცხლო პოტენციალი, კრეატიულობა, ინტუიცია და სექსუალურობა იზრდება. ფრთხილად იყავით, არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ არასწორად შეაფასოს თქვენი თავაზიანობა, ზედმეტად მორიდებულად ჩაგთვალოთ და თავისი მოვალეობების თქვენთვის დაკისრება სცადოს.

♒მერწყული

ამ დღეს მოულოდნელი სიახლეები გელით, როგორც კარგი, ასევე ცუდი. ოჯახში და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება, სირთულეები გაჩნდეს. თუ სამოგზაუროდ წასვლას გეგმავთ, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ. გირჩევთ, მათი სიტყვები და განზრახვები სერიოზულად მიიღოთ.

♓თევზი

საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების დაცვის დღეა. გირჩევთ, იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებზეც დამოკიდებული ხართ, სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინოთ. ამ დღეს იღბლის იმედად არ უნდა იყოთ. ეცადეთ მიზნის მისაღწევად მაქსიმალური ძალისხმევა და ფანტაზია გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.




რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

1 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

26 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა