Digest Logo

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

 00:35 ხუთ. 22 აპრილი
22 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება, ახლობლებთან ან მეგობრებთან კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს. გირჩევთ, მეტი დიპლომატიურობა და ტაქტი გამოიჩინოთ - ეს ოჯახში მშვიდობის, მყუდროების და კომფორტის დამყარებაში დაგეხმარებათ.

კურო

დაძაბული დღეა. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ემოციურობა და ხისტი განცხადებები შეიძლება მუშაობის შედეგებზე უარყოფითად აისახოს და მატერიალური ზარალი გამოიწვიოს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა კონფლიქტით და იმედგაცრუებით სავსეა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

ტყუპები

ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად არასტაბილურია და თქვენს წარმოდგენას არ შეესაბამება. გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ და ფული ეკონომიურად ხარჯოთ. მოულოდნელი სიახლეები მომავალი კვირის გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეს დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. საღამოს მოსალოდნელია თავის ტკივილი, ამიტომ საჭირო აბები მოიმარაგეთ და ეცადეთ ტელევიზორთან ნაკლები დრო გაატაროთ.

კირჩხიბი

შესაფერისი დღეა გარემოს შეცვლისა და განტვირთვისთვის, ახალი შეხვედრების, გაცნობის და ბიზნესის განვითარებისთვის. ეცადეთ, ოჯახის წევრებს ყურადღება არ მოაკლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ჩხუბი ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან. ნუ ინერვიულებთ, მცირე სტრესის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ოჯახში კვლავ სიმშვიდე დაისადგურებს.

ლომი

ამ დღეს მხოლოდ ის საქმე უნდა აკეთოთ, რაც კარგად გამოგდით. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი გელით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო საქმეების სიყვარულმა შეიძლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და ალკოჰოლურ სასმელებს.

ქალწული

საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, ინიციატივა და სიმტკიცე გამოიჩინოთ. ამ დღეს მეგობრების დახმარების გარეშე წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ. ნუ ნერვიულობთ, არავინ გატყუებთ. პირიქით, თქვენ იმაზე მეტს იღებთ, ვიდრე გასცემთ.

სასწორი

წინა დღის დადებითი ტენდენციები თქვენი საქმიანობის შედეგებზე აისახება. შესანიშნავი ინტუიცია და გამჭრიახობა საშუალებას მოგცემთ, ქცევის ტაქტიკა ზუსტად განსაზღვროთ. ხელსაყრელი დღეა მსხვილი შესყიდვებისა და უძრავი ქონების შეძენისთვის. სასიამოვნო სიურპრიზმა შეიძლება, მომავალი კვირის გეგმების შეცვლა გაიძულოთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენს გარემოცვაში შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. ცხოვრება თქვენგან მაქსიმალურ გამძლეობას მოითხოვს. მოხუცებსა და ბავშვებში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. მოსალოდნელია დროებითი ფსიქიკური დისკომფორტი. სასურველია დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, გრძნობების გამოვლენის დროს მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ემოციურმა აფეთქებამ შეიძლება საპასუხო აგრესია და დიდი სკანდალი გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული ურთიერთობის გაწყვეტა.

თხის რქა

ვარსკვლავები თხის რქა ქალებს ექსტრავაგანტური ქცევისგან თავის შეკავებას ურჩევენ. გაითვალისწინეთ, რომ სწრაფი წარმატებისკენ სწრაფვა ნერვულ სტრესამდე მიგიყვანთ. თხის რქა მამაკაცებმა საყვარელ ადამიანს და შვილებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. თანდაყოლილი დიპლომატიურობის წყალობით ყველა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას შეძლებთ.

მერწყული

ამ დღეს მიხვდებით, რომ სურვილების ასრულება ყოველთვის ბედნიერებას არ ნიშნავს - ზოგჯერ ადამიანი ზუსტად ვერ ხვდება, რა სჭირდება. ახალი იდეები და აღმოჩენები თქვენს შინაგან სამყაროს გაამდიდრებს. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ და მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ.

თევზები

უთანხმოებისა და გაუგებრობების დღეა. ეცადეთ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა რეალურად შეაფასოთ და ილუზიებს არ მიეცეთ. ამ დღეს პარტნიორებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემა გელით. ვითარების განსამუხტად, ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ. მთელი ენერგია მუშაობისკენ მიმართეთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.



Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

21 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

55 წუთის წინ

სელებრითები

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა

„თავში ბეჭდიანი ხელი ჩამარტყა“ - მოსწავლ...

17:59

მოსწავლე