Digest Logo

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 22:30 შაბ. 15 მაისი
16 ოქტომბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული დღე გელით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნებისმიერი საქმე, რომელიც პროფესიას უკავშირდება, მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. პირად ურთიერთობებში ყველა ეჭვი უნდა დაივიწყოთ და მთლიანად გრძნობას მიეცეთ. ვენერა მხარს მხოლოდ გამბედავებს უჭერს.

კურო

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, მოგზაურობისა და კარიერული წინსვლისთვის. გირჩევთ, აქტიურად დაიწყოთ გეგმების განხორციელება - ვარსკვლავები ყველა საქმეში წარმატებას გპირდებიან. ფული უფრო თავშეკავებით ხარჯეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურ პრობლემებს თავს ვერ დააღწევთ. იფიქრეთ იმაზე, კვირა საღამო როგორ გაატაროთ, რადგან ეს შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ტყუპები

ამ დღეს წარმატება იმ ადამიანს ელის, ვინც სამოქმედო გეგმას დამოუკიდებლად ადგენს და შემდეგ ახორციელებს. საკუთარი პრობლემების სხვებთან განხილვის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება, იმედგაცრუება მოგიტანოთ. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. გამორიცხული არ არის კონფლიქტები უცხო ადამიანებთან.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა გელით, რაც თქვენს სახლს მხიარულებით, თქვენ კი სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. უფროს ნათესავებთან კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი გამოიჩინოთ.

ლომი

დატვირთული დღეა. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, რაც სავარაუდოდ, აზარტულ თამაშებს, ბავშვებთან დაკავშირებულ მოულოდნელ ხარჯებს ან ძვირფასი ნივთის დაკარგვას უკავშირდება. ვარსკვლავები ქალებს აფრთხილებენ, რომ პარტნიორთან მიმართებით ილუზიებისგან გათავისუფლდნენ - რომანტიკულმა პაემანმა შეიძლება, ტანჯვა მოგიტანოთ. მამაკაცებს უსიამოვნო შეხვედრა ან ახალი ამბავი ელით, რაც მათ პირად ცხოვრებაში უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში ნებისმიერი საქმე თქვენი მხრიდან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს.

ქალწული

ერთი შეხედვით, ძალიან რთული და დაძაბული დღე ჩანს, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეშინდეთ - ის, რაც ახლა რთულად ჩანს, შეიძლება, ძალიან ადვილად დაძლიოთ. პირად ურთიერთობაში ყველაფერი შესანიშნავადაა, ამიტომ ეჭვები გაფანტეთ და მიეცით უფლება გრძნობას, რომ სრულად გაგიტაცოთ. მიზნისკენ თავდაჯერებულმა იარეთ. დღის მეორე ნახევარში შეეცადეთ, ზედმეტი კამათი თავიდან აიცილოთ.

სასწორი

დაძაბული დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებსა და მსოფლმხედველობას გამოცდას მოუწყობს. შეიძლება საკუთარი შეხედულების და ინტერესების დაცვა ამ დღესაც მოგიწიოთ. შეეცადეთ უცნობი ადამიანის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია განწყობისა და ჯანმრთელობის გაუარესება.

მორიელი

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება, ნერვულ სისტემაზე და ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს, რასაც, სავარაუდოდ, უმიზეზო კამათი მოჰყვება. ცხადია, ეს დატვირთული კვირის შედეგია, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა შთაბეჭდილებით და გამოცდილებით.

მშვილდოსანი

დაძაბული დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებსა და მსოფლმხედველობას გამოცდას მოუწყობს. პარტნიორების შესახებ არასწორმა წარმოდგენამ შეიძლება სამსახურში შეცდომები და გაუგებრობები გამოიწვიოს. პირად ცხოვრებაში მცირე იმედგაცრუება გელით.

თხის რქა

რთული დღე გელით. წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუკი სიტუაციის სწორად შეფასებას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. გირჩევთ, ძალის პოზიციიდან არ იმოქმედოთ - წარმატებამდე მხოლოდ ტაქტი, თავაზიანობა და დახვეწილი დიპლომატია მიგიყვანთ.

მერწყული

ამ დღეს ემოციური აღმაფრენა გელით. სექსუალური ენერგია და პიროვნული ხიბლი თანდათან იზრდება. სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში შეიძლება უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები შეიქმნას. გირჩევთ, დაპირისპირებას ერიდოთ და კომპრომისი მონახოთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ უახლოესი ადამიანები ხართ.

თევზები

ეს დღე სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით, მათ შორის, უსიამოვნოც იქნება. მოერიდეთ ყველანაირ დაპირისპირებას, კამათს და დისკუსიებს. წარმატება მხოლოდ იმ თევზებს ელით, რომლებსაც კარგ ინტუიციასთან ერთად, თავდაჯერებაც არ აკლიათ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი ბავშვებთან თამაშს დაუთმოთ.



13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 წუთის წინ

13 ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

კაცის გამო რუსთავში ქალებმა იჩხუბეს

19 წუთის წინ

რუსთავი

13 ივნისის ამინდის პროგნოზი

23:47 შაბ. 12 ივნისი

ამინდი


ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან

17:51 პარ. 11 ივნისი

სამსახური

იმ ქვეყნების სია, სადაც პირბადის ტარება...

17:39 შაბ. 12 ივნისი

მსოფლიო

„მოცურავე კოტეჯი“ შაორის ტბაში - ამქვეყნ...

17:51 პარ. 11 ივნისი

შაორი ტბაზე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

13:31 შაბ. 12 ივნისი

ისტორია

VIDEO: რა მაგარია, ჩემთვის რომ გაგაჩინეს...

11:07 შაბ. 12 ივნისი

მილოცვა

„ვკლავდი „მამულიჩას“ ამის გამო“ – ნახეთ,...

22:26 პარ. 11 ივნისი

ლელა წურწუმია

18 წლის გოგო, რომელიც ნებაყოფლობითი ვაქც...

23:44 შაბ. 12 ივნისი

დონორი

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებებ...

23:09 შაბ. 12 ივნისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღებას...

23:04 შაბ. 12 ივნისი

ნამახვანი

,,იმდენი ახალგაზრდობის ცოდვები მაქვს ქალ...

23:01 შაბ. 12 ივნისი

მიხეილ სააკაშვილი
ბოტასებში

დირკ ბუშლე: ენერგოუსაფრთხოება არა მხოლოდ...

22:48 შაბ. 12 ივნისი

ექსპერტ

პრემიერის ბოლო ვიზიტები, მაღალი რანგის ს...

22:46 შაბ. 12 ივნისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მ...

22:37 შაბ. 12 ივნისი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge

წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა დ...

22:32 შაბ. 12 ივნისი

ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია...

22:11 შაბ. 12 ივნისი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე