Digest Logo

1-ლი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 11:01 შაბ. 1 მაისი
ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლებთან ან ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და სამთავრობო დაწესებულებებთან კონტაქტისთვის. შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ ახალი საქმე, თუნდაც რისკთან დაკავშირებული - ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.

კურო

რთული დღეა, რომელიც ილუზიებს, იმედგაცრუებას და ცუდ წინათგრძნობას უკავშირდება. თუ მივლინებაში ან გრძელ მოგზაურობაში წასვლას გეგმავთ, გირჩევთ, გამგზავრება სხვა დროისთვის გადადოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე იმ საქმეებში უნდა გამოიჩინოთ, რომლებიც კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.

ტყუპები

ახლობელ ადამიანებსა და პროფესიულ საქმიანობაში იმედგაცრუება გელით. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, სწორად განმარტოთ. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი, ამიტომ ბიზნესთან დაკავშირებული საქმეებისა და შესყიდვების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ექიმთან ვიზიტი შეიძლება უსიამოვნო იყოს, რადგან დიაგნოზი თქვენთვის მოულოდნელობა იქნება.

კირჩხიბი

ახლა ყველაზე მეტად დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ. ვარსკვლავები ბიზნესმენებს ურჩევენ, ინვესტიციების განხორციელებისგან თავი შეიკავონ და უფრო შესაფერის დროს დაელოდონ. საჯარო სექტორის თანამშრომლებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლებთან ან ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, მაგრამ თავი შეიკავეთ პროექტებში მონაწილეობისგან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც კარგად არ იცნობთ ან არ ენდობით.

ქალწული

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ, ახალი პროექტი თამამად დაიწყოთ, რადგან ვარსკვლავების მხარდაჭერა გაქვთ. მოსალოდნელია წარმატებული ფინანსური გარიგება და სოლიდური შემოსავალი.

სასწორი

რთული დღეა. დაძაბული სოციალური და პოლიტიკური ვითარება, უარყოფითი ემოციები, ცდუნებები, დაავადებები - ეს დღევანდელი უსიამოვნებების არასრული ჩამონათვალია. თქვენ შეგიძლიათ სიტუაცია შეამსუბუქოთ, თუ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენთ. უსმინეთ შინაგან ხმას და ნუ უგულებელყოფთ წინათგრძნობას

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ვიზიტებისა და მოგზაურობისთვის. მუშაობის განწყობაზე არ ხართ, რადგან წინა დღეების რომანტიკული განწყობა ყურადღებას კონცენტრირებაში ხელს გიშლით. აქედან გამომდინარე, მაღალია თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკისა და უკმაყოფილების ალბათობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, ეცადეთ, მეტი მოთმინება და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობით ან პროფესიული საქმიანობით იმედგაცრუებული დარჩეთ. სავარაუდოდ, ნებისმიერი კომერციული გარიგება ან საქმიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება. ბიზნესში ან ნივთის შეძენისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ: ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. ექიმთან ვიზიტი შეიძლება უსიამოვნო იყოს, რადგან დიაგნოზი მოულოდნელი იქნება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ხელისუფლებასთან, სამთავრობო უწყებებთან ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დაკავშირებისთვის. შეგიძლიათ ახალი, სარისკო საქმე თამამად დაიწყოთ, რადგან ვარსკვლავების მხარდაჭერა გელით.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ხელობის შესწავლისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. სასურველია მარტოობა და მშვიდი საქმიანობა. ხმაურიან წვეულებაზე ზღვარგადასულმა გართობამ შეიძლება, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.

თევზები

შესაძლოა, რომ ამ დღეს ახალი თანამდებობა შემოგთავაზონ. გირჩევთ, უყოყმანოდ დათანხმდეთ, რადგან ამას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება. ეცადეთ, რომანტიკული განწყობა დროებით დაივიწყოთ და რეალობას დაუბრუნდეთ.

წყარო: funtime.ge


რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

35 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა