Digest Logo

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მოდი ვაღიაროთ" - გიორგი ფხაკაძე

 19:45 შაბ. 24 ივლისი
ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ბევრი რამ დადებითისკენ შეიცვალა.

„გუშუნდელი დღიდან საქართველოში ბევრი რამ დადებითისკენ შეიცვალა... არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა გააკეთა, რამდენი ენერგია ჩადო, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს ორი ძლიერი იარაღი ვირუსთან საბრძოლველად - სამედიცინო პირბადე დაბალი ფასით და მაღალი ხარისხით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ აცრილებმაც, აუცრელებმაც, კოვიდგადატანილებმაც და არაინფიცირებულებმაც; 2.მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი“, რომელიც ამერიკის მთავრობის დახმარებით ჩამოვიდა. მეგობარი უნდა შეაფასო არა იმით, რას ლაპარაკობს, არამედ იმით, რას აკეთებს. აშშ არის ჩვენი მეგობარი. არავინ გაბედოს საწინააღმდეგოს თქმა, ყოფილმა კაგებეშნიკებმა, ცეკას მდვინებმა და ა.შ, თითქოს რუსეთი კარგია და ამერიკა ცუდი. ნამდვილი მეგობრის ქმედებაა ის, რაც ამერიკამ გააკეთა - ჩამოიტანა საქართველოში ის, რაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, მსოფლიოში ამ დროისათვის ყველაზე ეფექტური ვაქცინა „ფაიზერი“. დიდი მადლობა ამერიკას და ამერიკის მთავრობას. ზოგიერთები ათას რამეს ლაპარაკობენ. მოკლედ გეტყვით, მდიდარი ქვეყნები იცრებიან ფაიზერით, ღარიბი ქვეყნები - „გოგლიმოგლით“. დასკვნა თქვენ გააკეთეთ. საქართველოში უკვე გვაქვს „ფაიზერი“, ხალხო, აიცერით ამ ვაქცინით. დაიცავით თქვენი თავი და, რაც მთავარია, პატარები. რუსეთს რაც შეეხება, დამერწმუნეთ, მთელი რუსეთის ელიტა „ფაიზერითაა“ აცრილი. თავის დროზე დუბაის ჰქონდა საკმაოდ ძვირად ღირებული პროგრამა. მდიდრები იქ ჩადიოდნენ და იცრებოდნენ „ფაიზერით“. შეკითხვა მაქვს აცრების მოწინააღმდგეებთან - მდიდარი ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული აქვს, ბევრი რამ აქვს დასაკარგი, აქვს გავლენები, ის თუ „ფაიზერით“ აიცრა, თქვენ კი გეუბნებათ, რომ სხვა, „ნაგავი“ ვაქცინაა თქვენთვის კარგი, ხომ უნდა დაფიქრდეთ ამაზე?!
მეგობრებო, ვისაც არ გსურთ აცრა, რა ვქნა, ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს ჯანმრთელობას და გარშემო ბავშვებს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებთ. გთხოვთ, დაფიქრდეთ. საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა დაშვებულია 16 წლის ასაკიდან. რადგანაც ბავშვებს ვერ ვცრით, ერთადერთი საშუალება მათ დასაცავად, არის ის, რომ გამოვიყენო სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან, მაქსიმალურად ავერიდოთ ხალხმრავლობას და ავიცრათ! ასე უნდა შევუქმნათ ბავშვებს უსაფრთხო გარემო. „დელტა“ ვირუსი ვერაგია. ვირუსთან ომში უკვე ორი შეიარაღება გვაქვს - სამედიცინო პირბადე და მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი“. გამოვიყენოთ, ავიცრათ! სხვა ვაქცინებზე, გთხოვთ, ნუ მეკითხებით, ჩემი პასუხია - არ ვიცი! და კიდევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ელექტრიკოსმა - ელექტრობას, ოფთალმოლოგმა - თვალს, კარდიქირურგმა - გულს, გთხოვთ, ყველა ექსპერტებად ნუ გამოდიხართ. „ყველაფერშჩიკობა“საშიშია. მოუსმინეთ გამოცდილებს, რომლებიც გეუბნებიან, რა არის გამოსავალი.
გუშინ ბათუმის კადრები ვნახე, თვალებს არ დავუჯერე. ჯოგური იმუნიტეტი გამიგია და ეს ჯოგური მენტალიტეტი რა უბედურებაა?! ხალხო, დაუცველები ვართ და როგორ შეიძლება ასეთი შეკრებები, კონცერტები, ფეხბურთები?!.... ყველა ასეთი ღონისძიება ავრცელებს ვირუსს, კოვიდფართია. ეს დაუშვებელია. ვიღაცებმა მითხრეს, 400-კაციან ქორწილში მივდივართო. ლოგიკა ვერ გავიგე...რას აკეთებთ?!... ჩემი სათქმელი გითხარით, რამდენჯერ გაგიმეოროთ?! შეირგეთ, რაც გაქვთ - ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა, ღამეები ათენა, რომ თქვენამდე მოსულიყო ხარისხიანი სამედიცინო პირბადე ხელმისაწვდომ ფასად....გახსოვთ, 1ლარი 20 თეთრი რომ ღირდა?! დღეს თითო პირბადის შეძენისას 1 ლარის ეკონომიას აკეთებთ...გამოიყენეთ პირბადე ყველგან და ყოველთვის 2 წლის ასაკიდან.ასევე ყველაფერი გაკეთდა, რომ საქართველოში ყოფილიყო საბავშვო სამედიცინო პირბადე... რომელიც ბევრ ქვეყანაში არც არის. საქართველოში ჩამოვიდა „ფაიზერი“. თქვენ იცით, რომ ასობით ქვეყანა ვერც კი ოცნებობს „ფაიზერზე“?! შეგახსენებთ, ფხაკაძე ამბობდა, ჯანდაცვაში მე მინდა ან ძალიან კარგი, ან არაფერი. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ჯანდაცვაში გვქონდეს რაიმე თუნდაც „საშუალო“, ყველაფერი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ძალიან კარგი. „ფაიზერი“ კი დღესდღეობით საუკეთესო ვაქცინაა. თუმცა გაფრთხილებთ - მარტო არც „ფაიზერი“ გვიშველის. საჭიროა სამი საშუალების კომბინაცია: სამედიცინო პირბადე, დისტანცია, „ფაიზერი“. ცალ-ცალკე არც ერთი არ მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ - მეგობრებო, დარეგისტრირდით „ფაიზერზე“, დაარეგისტრირეთ ის ადამიანები, ვისაც ეს თავად არ შეუძლია.
ადრეც გითხარით, „ფაიზერი“ ივლისში ჩამოვა-თქო, ჩამოვიდა, კიდევ ჩამოვა ...ივლისი იქნება აცრის და „ფაიზერის“ თვე... მთავარია საქმე გაკეთდეს...მე თქვენგან არაფერი მინდა, მთავარია, ქვეყანა იყოს კარგად...თუ ქვეყანა კარგად იქნება, ჩემი ახლობლები, ჩემი ნათესავები იქნებიან კარგად და, შესაბამისად, მეც ვიქნები კარგად... იფიქრეთ მომავალზე. გამოიყენეთ არსებული თავდაცვის საშუალებები, დღეს მათი არგამოყენება დანაშაულია. ქვეყანაში პედიატრიული საწოლები გადატვირთულია. აგვისტო იქნება ძალიან რთული. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ეს ცეცხლი ჩაცხრეს. ეფექტური ვაქცინაცია, პირბადე, დისტანცია დაგვეხმარება ვირუსის გავრცელების შემცირებაში.
ახლა ყველაფერი ჩვენზე ადამოკიდებული. მთავრობა თავის საქმეს აკეთებს, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კარგი რაღაცაც გააკეთა. ყველაზე მაგარი რამ კი აშშ-ის მთავრობამ გააკეთა - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამერიკის მთავრობას, ამერიკელები ჩვენი ნამდვილი მეგობრები არიან. ვინც რაიმე საწინააღმდეგოს იტყვის ჩემს ფეისბუკზე, დაიბლოკება. რასაც ამერიკა ჩვენთვის აკეთებს, არავის გაუკეთებია, ესაა მეგობრობა. ჩვენგან კი სამაგიეროდ ისეთს არაფერს ითხოვს - მხოლოდ დემოკრატია იყოს, გვეუბნებიან, ბიზნესი აკეთეთ, იცოცხლეთ, დიქტატურას ნუ ჩამოაყალიბებთო, მეტი არაფერი. 2022 წელი იქნება ვირუსის დამარცხების წელი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი გამოვა. გადავხედოთ მსოფლიოს - სადაც მაღალეფექტური ვაქცინებია, მხოლოდ ალაგ-ალაგაა მცირე კოვიდაფეთქებები, როგორც ჩვეულებრივი გრიპი. იმ ქვეყნებში კი, სადაც არ არის ხარისხიანი ვაქცინები, პრობლემებია. რეკომენდაცია ჩემი მეგობრებისთვის - ატარეთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის, დაიცავით დისტანცია და დარეგისტრირდით „ფაიზერზე“. ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება და რწმენა, რომ ეს შესაძლებელია...კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც პროცესში იყო ჩართული, მოლაპარაკებებს ახორციელებდა და კიდევ ერთხელ ხმამაღალი მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. სხვათა შორის, მალე ევროპული დახმარებაც დაგვეწევა.
თუ ანტივაქსერი ხართ, პირბადე მაინც გაიკეთეთ...და კიდევ, ჩემი რჩევაა, ხართ ანტივაქსერი, კარგი, თქვით, რომ ანტივაქსერი ხართ, მაგრამ ვაქცინას თქვენს გამო კი არა, ბავშვის გამო იკეთებთ და აიცერით, ბავშვები დავიცვათ....
ყველაფერი კარგად იქნება..ჩვენ გავიმარჯვებთ...სხვა გზა არ არსებობს, რადგანაც სიცოცხლე, პროგრესი, კაცობრიობა, სიკეთე საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს... გთხოვ, დარეგისტრიდით „ფაიზერზე“, ჯანმრთელობას გისურვებთ. მიყვარხართ",- წერს ფხაკაძე.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„უნდა გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს ამომრჩეველი, ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ ბიულეტენი?!“ – გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

„აშშ-ში კოვიდვაქცინით აცრა დაშვებულია 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში“ - გიორგი ფხაკაძე


„თქვენი უჯიშო ქართველობა მოვ@@@ნ! 9 თვის...

2 წუთის წინ

ნუგზარ სულაშვილი

„ჩიკა მოკვდა! გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მის...

12 წუთის წინ

რომან გოცირიძე, გოცირიძე

ერთი დამაჯერებლობისთვის და ასი საზოგადოე...

45 წუთის წინ

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Digest.ge


„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახ...

19:49 შაბ. 18 სექტემბერი

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

„უდიპლომო სასიძო“ კორონავირუსს ემსხვერპლ...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

კოტე მგალობლიშვილი

„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური...

16:22 შაბ. 18 სექტემბერი

ანრი ჯოხაძე

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

„კანონიერი ქურდი“ ლავას ოღლი ნინიკო ნაცა...

00:11 ხუთ. 16 სექტემბერი

ნინიკო ნაცარაშვილი და
ლავას ოღლი

„ყველაზე მეტად მენატრებოდა ალბათ ვახო. მ...

48 წუთის წინ

ბიზნესმენი მაია
რჩეულიშვილი

იოანე გამრეკელი „ნაცმოძრაობაზე“: ხელისუფ...

12:10

მიტროპოლიტი იოანე
გამრეკელი

ნახეთ, რა შეემთხვა ნიკოლოზ ბასილაშვილის...

11:21

ნიკოლოზ ბასილაშვილი

„52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი... მანამდაც...

11:11

83 წლის ვიოლეტა

43 გარდაცვალება, 1 501 ინფიცირება, 1 954...

10:47

კორონავირუსის ახალი
შტამი

„კიდევ ერთი სიახლე. ამ წუთებში გამოიცა რ...

10:42

გიორგი ფხაკაძე

რატომ არ უნდა დალიოთ ყავა გაღვიძებისთანა...

10:31

ყავა

VIDEO: „იმედის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერ...

10:24

იმედის ჟურნალისტი

„თელასი” ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახ...

10:15

დენი