Digest Logo

„თმა აღარ ამომდის, ჩემით ვერ დავდივარ, ყველა გამაყუჩებელს ვიკეთებდი და რეაქცია არ ჰქონდა“ - თინა ხიდაშელის ცხოვრება კორონას შემდეგ

 23:04 კვი. 6 ივნისი
თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული მისი ჯანმრთელობის შესახებ „მთავარ არხთან“ საუბრობს.

როგორც პოლიტიკოსი ჰყვება, მან ურთულესი დღეები გადაიტანა, ასევე საუბრობს იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია.

ავადმყოფობა უსიმპტომოდ დაიწყო – თინა ხიდაშელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ კოვიდის მატარებელი იყო, როდესაც მისი ოჯახის ყველა წევრი დაავადდა. აღმოჩნდა, რომ კორონა სახლში მან თვითონ მიიტანა.

ერთ დღესაც მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა, უკვე კლინიკაში იწვა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

მას ხელახლა მოუხდა წესიერად მეტყველების სწავლა; ხელახლა სწავლობს სიარულს. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის კვალი მას ვიზუალურადაც ეტყობა – თქვენ ამას ახლა თავად ნახავთ. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ამბავი – თინა ამბობს, რომ მას თმა აღარ ეზრდება… კი არ ცვივა – არა, არ ცვივა; უბრალოდ, კვირების განმავლობაში აღარ ეზრდება.

ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა, რომელმაც ჩაწერა ეს ინტერვიუ, თქვა, რომ ყველაზე ემოციურად და ყველაზე ბევრი თინამ სწორედ დათო უსუფაშვილზე ილაპარაკა, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს უთქვამს: “საკმარისად ვერ ვთქვი დათოზე, რისი მოყოლაც მინდოდაო”. როგორც ჩანს, მადლიერების გრძნობა მეუღლის მიმართ იმდენად დიდი აქვს, რომ არ ყოფნის ამ გრძნობის გამოხატვა.

დათო – რომელსაც ზუსტად ამ ურთულეს პერიოდში, მთელი ოჯახის ავადმყოფობის დროს მამა გარდაეცვალა – მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა ძლიერი ქალისთვის, რომელმაც მისი დახმარებით აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ შეიძლება სუსტიც იყო და ეს ადამიანებს არ დაუმალო. სისუსტის ჩვენება არ ნიშნავს უძლურებას. პირიქით, საკუთარ თავში უღონობის აღიარებას და სხვებისთვის გაზიარებას დიდი ძალა სჭირდება.

თინა ხიდაშელმა ეს შეძლო.



გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

16 წუთის წინ

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

23 წუთის წინ

კორონაზე

„ეს გოგო აღარ არის... პანდემიის მანძილზე...

11:46

სოფო ბერიძე


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი

მიხეილ ჩხენკელი: ძალიან მნიშვნელოვანი და...

21:56 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი: ნიუ-იორკის უნივერსიტეტი...

21:50 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი