Digest Logo

მთავრობა იძულებული გახდება, გაამკაცროს შეზღუდვები და შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია - ცერცვაძე

 00:08 შაბ. 23 ოქტომბერი
თენგიზ_ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდება, რეგულაციებს არ დაიცავს და ვაქცინაციის პროცესში არ ჩაერთვება, მთავრობა იძულებული გახდება დააწესოს შეზღუდვები და შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია.

ცერცვაძე ტვინდემიის საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. ის ასევე პროგნოზირებს გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას.

„მეხუთე ტალღა“ დაიწყო ისე, რომ „მეოთხე ტალღა“ ბოლომდე არ ჩამთავრებულა. ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ამ სიტუაციის შენარჩუნება ძნელი იქნება და გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს...

ორნაირი რეაგირება შეიძლება მოახდინოს სახელმწიფომ – გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ანუ ჯერ არ არის მზაობა იმისკენ, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ. საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ. მე მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს.

პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში „ლოკდაუნი“ შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება“ - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

წყარო: report.ge


29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 წუთის წინ

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

18 წუთის წინ

ამინდი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი

დმანისთან ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

18:11 კვი. 28 ნოემბერი

პოლიცია