
რუსთავში, მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფრომაციას საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ აქვეყნებს.
როგორც სკოლის დირექტორმა თამარ გოგაძემ „ინფო რუსთავს“ განუცხადა, ბავშვი მე-6 კლასის მოსწავლეა და კლასი, რომელშიც ის ირიცხება, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, 5 მასწავლებელი კი თვითიზოლაციაშია.
თამარ გოგაძის განცხადებით, მოსწავლე სკოლაში ბოლოს სამშაბათს, 16 თებერვალს იმყოფებოდა.
სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლესთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება საჭიროების შემთხვევაში მოხდება.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები
„კანონიერი ქურდი“, რომლის გულის მოგებას ადვოკატი და მოსამართლე ქალებიც ცდილობდნენ