Digest Logo

„კოვიდის შემდეგ ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა“ - ღოღობერიძე

 19:31 ხუთ. 27 მაისი
გიორგი ღოღობერიძე

ინდოეთში გავრცელებული დაავადების, ე.წ. შავი სოკოს შესახებ ​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაასახელა:

„ინდოეთში ბოლო რამდენიმე კვირაა ბევრ ადამიანს დაემართა ე.წ. „შავი სოკო.“ „შავი სოკო“ ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმეც. შემთხვევათა ნახევარში ის მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. „შავი სოკოს“ გამომწვევი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ეს სოკოები არის ყველგან. უფრო მეტად ის გავრცელებულია ინდოეთში. ​ეს ინფექცია ინდოეთში 80-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქართველოს შემთხვევაში ის არ გვქონია, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ მასზე? ეს არის სოკოვანი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს უზიანდება თვალბუდეები, ცხვირის ღრუ. შეიძლება მოხდეს ამ ყველაფრის დანეკროზება, კვდომა. შესაძლოა, იყოს სასის პერფორირებაც.“

​გიორგი ღოღობერიძის თქმით, „შავი სოკო“ უფრო მეტად მას შემდეგ გავრცელდა, რაც კოვიდი გაჩნდა:

„ამ სოკოვან დაავადებას ჰქვია მუკომიკოზი. ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა. რისკ-ფაქტორები, რომ ადამიანს მუკომიკოზი დაემართოს, შეიძლება იყოს კოვიდ 19, როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება კოვიდისგან და გასულია სულ რაღაც რამდენიმე დღე ან კვირა. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ მკურნალობს შაქრიან დიაბეტს. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ლიმფომა, ორგანოების გადანერგვა, სტეროიდების ძალიან ხანგრძლივად გამოყენება, თირკმლის უკმარისობა, ციროზი, სიმსივნეები (უფრო ხშირია ფილტვის მუკომიკოზი), მალნუტრიცია, ტუბერკულოზი, დიდი რაოდენობით რკინის შემცველობა სხეულში, ნეიტროფილების რაოდენობის დავარდნა. ეს ინფექცია იწყება ან პირის ღრუში, ან ცხვირში. ასე აღწევს სოკო ჩვენს ორგანიზმში. თვალბუდეების გავლით ის აღწევს საკუთრივ თავის ტვინს. თავიდან პაციენტს აქვს სახის ცალმხრივი მტკივნეულობა, განსაკუთრებით წიაღების პროექციაზე. შემდეგ სოკოს მიერ გამოწვეული თრომბი სისხლძარღვებს ახშობს,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.



ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვა...

21 წუთის წინ

„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ღ...

27 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგში საქართვე...

35 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

ლენტი

მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:47 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

14:55

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

შორენა ბეგაშვილის ყოფილი პარტნიორის შესა...

49 წუთის წინ

ლაშა ბარათელი და შორენა
ბეგაშვილი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

15:23

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

15:14

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან

„თუ ასე გაგრძელდება, ვერცერთი გადავრჩები...

15:09

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

15:08

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

15:06

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

14:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

14:53

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

14:53

ქალი