
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაკლებულია.
ექიმი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოდან ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.
„ბოლო პერიოდში 7 დღის საშუალო მაჩვენებლით ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში კოვიდის გავრცელება ქვემოთ ჩამოდის. იმედია კორონა მიდის ჩვენგან და მალე (წლის ბოლოდან) ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება!“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი და სტატისტიკას აქვეყნებს