Digest Logo

დეპრესია, ფსიქოზი, ინსულტი - რა დაავადებებისკენ არიან მიდრეკილი კოვიდგადატანილი ადამიანები

 09:12 ხუთ. 8 აპრილი
ექიმი და
კოვიდინფიცირებული
პაციენტი - Digest.ge

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს, უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიის, დემენციის, ფსიქოზისა და ინსულტის განვითარებისკენ. ამის შესახებ უცხოური გამოცემა BBC წერს.

ინფექცია გადატანილთა მესამედს ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომარეობის განვითარება ან რეციდივი ჰქონდა. უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზირება ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება დასჭირდათ.

შესაძლებელია, რომ ეს უკავშირდებოდეს როგორც სტრესის ზემოქმედებას, ასევე ვირუსს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ტვინზე.

ბრიტანელმა მკვლევარებმა ნახევარ მილიონზე მეტი პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს და გამოარკვიეს, რამხელაა 14 ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური დაავადების განვითარების შანსი, ესენია: ტვინის ჰემორაგია, ინსულტი, პარკინსონი, გიილენ-ბარეს სინდრომი, დემენცია, ფსიქოზი, განწყობის დარღვევები, შფოთვითი აშლილობები.

მკვლევარების განმარტებით, შფოთვა და გუნება-განწყობის დარღვევები ყველაზე გავრცელებული დიაგნოზი იყო კოვიდით დაავადებულთა შორის და ეს უფრო მეტად დაკავშირებულია მძიმე დაავადების გადატანის და საავადმყოფოში მოთავსების სტრესთან. რაც შეეხება ინსულტსა და დემენციას, ეს უფრო მეტად დაკავშირებულია ვირუსის ბიოლოგიურ მოქმედებებთან ან ინფექციის მიმართ ორგანიზმის რეაქციასთან. ამასთან გამოირკვა, რომ COVID-19 არ ასოცირდება პარკინსონის ან გიილენ-ბარეს სინდრომის მომატებულ რისკთან.

კვლევა დაკვირვებითი იყო, ამიტომ მკვლევარებმა ვერ თქვეს გამოიწვია თუ არა კოვიდმა რაიმე დიაგნოზი და ექნებოდა თუ არა რომელიმე პირს კოვიდის გარეშე მომდევნო 6 თვის განმავლობაში ინსულტი ან დეპრესია. თუმცა კორონაგადატანილ ადამიანთა ჯგუფის შედარებამ გრიპისა და სხვა რესპირატორულ დაავადება გადატანილ ადამიანთა ჯგუფებთან მკვლევარებს აჩვენა, რომ კორონავირუსი უფრო მეტადაა დაკაშირებული ტვინის შემდგომ დაავადებებთან, ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადებები.

აღმოჩნდა, რომ კორონაგადატანილებს 16%-ით უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური აშლილობა კოვიდის შემდეგ, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების შემდეგ და 44% –ით უფრო ხშირად, ვიდრე გრიპგადატანილებს.


23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი