Digest Logo

ავიღებ პასუხისმგებლობას, გადავდგები, თუ… – თენგიზ ცერცვაძე

 10:30 ხუთ. 23 სექტემბერი
ინფექციური საავადმყოფოს
დირექტორი

„ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილიანობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ისრაელში, უკიდურესად მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, სადაც კოვიდის მენეჯმენტი მსოფლიოში საუკეთესოა, ვიდრე მასიურ ვაქცინაციას შეძლებდნენ, კოვიდით გარდაცვალების 150 შემთხვევა იყო (დღეში). მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მასიური ვაქცინაცია შეძლეს და მინიმუმ 2/3 სრულად არის აცრილი, სიკვდილიანობამ იკლო და უკვე დღეს, გარდაცვალების 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

„არ გვინდა ეს საქართველოს? – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც უზარმაზარი ძალისხმევად უჯდება სახელმწიფოს. მხედველობაში მაქვს დეფიციტური მედიკამენტების მოპოვება, შემოტანა ისეთების, რომელიც მსოფლიოს სულ 2-3 ქვეყანაში გამოიყენება, ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში და სხვაგან ჯერ არც არის. ეს არის ექიმების მაქსიმალური თავგანწირვა. დღე და ღამე არ ტოვებენ კლინიკებსა და რეანიმაციებს. ამის ხარჯზე გავანახევრეთ სიკვდილიანობა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ რომ დღეს ვაქცინირებული ვიყოთ, მივაღწიოთ ქვეყნის 2/3-ის ვაქცინირებას და თუ ჩვენი სიკვდილობა იქნება, რაც არის ისრაელში – 6,7,8 შემთხვევაზე მეტი, მზად ვარ პასუხი ვაგო. საერთოდ, ეს სიტყვა, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩვენთან ცოტა ფასდაკარგულია და არაფერს ნიშნავს, სიტყვას ნიშნავს მხოლოდ. მე ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი.

თითოეული დაკარგული ადამიანი არის ჩაწყვეტილი სიმი ქვეყნის ცხოვრებაში, უდიდესი გულისტკივილი ოჯახის წევრებისთვის. რამხელა გულისტკივილს გამოხატავენ ოჯახის წევრები და „ფეისბუკი“ სავსეა გულში ჩამწვდომი, რომ აგეტირება ისეთი პოსტებით ადამიანებზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„პავლე, თამარ და ნიკა, ვიზიარებ, მკვლელია ეს ვირუსი... 3 ჩვენგანი საკუთარი, 2 დედის და 1 მამის სიკვდილის შემსწრე გახდა“

🔵„ფასანაურში, ასევე გარშემო სოფლებში ადამიანებმა არ იციან, რომ ვაქცინაციის სერვისი ხელმისაწვდომია...“ - ნახეთ, რას წერს ექიმი

🔵„მსოფლიოში კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდება?!“ - ფხაკაძე ახალ ვაქცინას აანონსებს

წყარო: primetime.ge


„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი