Digest Logo

„ანალგინს შეუძლია გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი, ასთმური შეტევა, ჭინჭრის ციება და სხვა დაავადებები“- კულუმბეგოვი

 11:24 ოთხ. 13 ოქტომბერი
ბიძნა კულუმბეგოვი და
ანალგინი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გაუცნობიერებელი შიშით უარს ამბობენ, იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომლებსაც აცრაზე მეტი უკუჩვენება აქვს. 

ამ შემთხვევაში კულუმბეგოვი ანალგინს და მის გვერდით მოვლენებს განიხილავს. სტატუსის ბოლოს კი ხაზს უსვამს, რომ იშვიათად გამოვლენილი უკუჩვენებების გამო, ადამიანებმა ანალგინის მიღებაზე უარი ისევე არ უნდა თქვან, როგორც ვაქცინაციაზე.

„აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ყველა თვალდახუჭული იღებს
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის თვალსაჩინოების სახით მინდა გაგაცნოთ ანალგინის გვერდითი მოვლენები:

„ანალგინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევიან შეფასების გაკეთების საშუალებას).
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)

კანის გამონაყარი, სისხლის წნევის დაწევა, გულის რიტმის დარღვევა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)

ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების საშიშროებას); მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანის კვანძებისა და ბალთების განვითარება);

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) - ქავილი, წვა, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება (გენერალიზებული ან ადგილობრივი), გართულებული სუნთქვა და იშვიათად ჩივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ლარინგული), გულის რიტმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება, დარღვევები თირკმელების მხრიდან, როგორიც არის ცილა შარდში, შარდის რაოდენობის შემცირება ან გაზრდა, თირკმელების ანთება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების შესაძლებლობას). აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანისა და პირის ღრუს, ყელის, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ანთებითი ცვლილებები; ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა.

საერთო მდგომარეობის უეცარი გაუარესების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კანის მხრიდან მტკივნეული ცვლილებების გამოვლენისას ან როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან მეორდება, შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენისა და სილურჯეების განვითარების საშიშროებას), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სიყვითლე, სისუსტე ან მოხრჩობა); აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სილურჯეების განვითარებას ან ინფექციების განვითარების მომატებულ შესაძლებლობას); ასთმური შეტევა (ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტები); სტივენს-ჯონსონის ან ლაილის სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ბუშტების განვითარება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა ან სასქესო ორგანოებზე); ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული მდგომარეობა).

უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, იშვიათ შემთხვევაში დაწყლულება ან სისხლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან“

p.s. ეს არ ნიშავს, რომ ეს წამალი არ უნდა გამოვიყენოთ და არც იმას აცრაზე მასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების გამო (რაც ანალგინზე გაცილებით ნაკლებია) უარი უნდა ვთქვათ!“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵შემოდგომის საკითხავი - გაინტერესებთ რატომ ხართ ასეთი მცივანა?

🔵4 837 ინფიცირება, 1 586 გამოჯანმრთელება, 26 გარდაცვლილი - ეპიდვითარება საქართველოში

🔵„ამაყი ვარ იმით, რომ მივყვები ივანე ბაგრატიონ მუხრანბატონის ნაკვალევს“ - დავით ბაგრატიონმა მოსავალი აიღო


ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვა...

35 წუთის წინ

„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ღ...

41 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგში საქართვე...

49 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

ლენტი

მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:47 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

14:55

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

შორენა ბეგაშვილის ყოფილი პარტნიორის შესა...

15:44

ლაშა ბარათელი და შორენა
ბეგაშვილი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

15:23

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

15:14

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან

„თუ ასე გაგრძელდება, ვერცერთი გადავრჩები...

15:09

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

15:08

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

15:06

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

14:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

14:53

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

14:53

ქალი