Digest Logo

ვტირი, მხოლოდ პირადი აპოკალიფსის წუთებში - ბლიც-ინტერვიუ გელა ჩარკვიანთან

 00:42 ოთხ. 3 თებერვალი
გელა ჩარკვიანი

„დაიჯესტი“ გთავაზობთ 2017 წლის ბლიც-ინტერვიუს პუბლიცისტ გელა ჩარკვიანთან.

 

მაღიზიანებს – როცა ამბობენ რაგბს და არა რაგბის;

ვგრძნობ – სამყაროს გულისცემას;

მეშინია – ლომის ღრიალის. საზარელია. პირველად პატარობისას გავიგონე ზოოპარკში;

ვიცი – სოკრატე ამბობდა არაფერი ვიციო და მე რა უნდა ვიცოდე;

არ ვიცი – მთავარი, თუ რა არის ჭეშმარიტება;

შემიძლია – სიყვარული;

არ შემიძლია – ბევრი რამ, მათ შორის ფიგურული სრიალი;

ვმეგობრობ – ჩემ 19 წლის კატასთან;

ვაპატიებ – ვინც კი მთხოვს პატიებას;

ვიცინი – ადამიანების სნობიზმზე;

ვტირი – მხოლოდ პირადი აპოკალიფსის წუთებში;

ვეძებ – ჩემნაირ ადამიანს;

ღირსი ვარ – თუ რისი, ჩემი გადასაწყვეტი არ არის;

ვჩხუბობ – როცა აგვიანებენ;

ვკარგავ – მოთმინებას;.

მშურს – ვისი უნდა მშურდეს?!

ვემალები – სერიოზულ მამაკაცებს და იდეით გულანთებულ პასიონარიებს (ქალებს);

ვემტერები – სეზონური გრიპის ვირუსებს;

მაინტერესებს – როდის გათავისუფლდება რუსეთი იმპერიული ამბიციებისაგან;

არ მაინტერსებს – ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში 2022, 2026 და, კიდევ უფრო ნაკლებად, 2030 წელს;

მახსოვს – სტალინი, ბერია და კაგანოვიჩი;

მრცხვენია – არ გეტყვით;

უარვყოფ – ყველა სახის დოგმატიზმს;

ავადვმყოფობ – აღარ, მას შემდეგ, რაც გრიპის ვაქცინას ვიკეთებ;

ვმალავ – ეროგენულ ზონას;

ვინახავ – საიდუმლოებას. მენდეთ;

მწამს – რომ ქვეყანა ივლის სწორი გზით და ბოლოს მივა დანიშნულების ადგილზე;

მიკვირს – რატომ უნდებათ ადამიანებს, რომ გაწყენინონ;

მიხარია – შვილიშვილების წარმატება;

ვჭორაობ – ოჯახის წევრების ცხოველებზე;

ვდარდობ – იმას, რომ სმენა დამაკლდა;

ვამაყობ – თბილისით. ულამაზესი ქალაქია;

ვაკეთებ – ამჟამად თითქმის არაფერს;

ვეფერები – უფრო კატას. პატარა ნანა არ მაფერებინებს;

მსიამოვნებს – გრილი ნიავი;

მესიზმრება – ცუნამი;

ვეხმარები – აბსოლუტურ იდეას თვითშემეცნების საკითხებში;

ვეწევი – ზომიერად ლიბერალური დემოკრატიის პროპაგანდას;

მწყინს – როცა მთხოვენ დაუკარიო და მერე არ მისმენენ;

ვხარჯავ – მხოლოდ ჩემს ფულს, არ ვსესხულობ;

ვღალატობ – უკვე აღარავის;

ვკამათობ – მხოლოდ შესაფერის პარტნიორებთან;

ვუხეშობ – როცა ურიგოდ უნდათ შემოძრომა;

ვუსმენ – საკუთარი ჰორმონების ჩურჩულს;

ვყოყმანობ – გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვკითხულობ – დაახლოებით 100 გვერდს დღეში;

ვამზადებ – ბოსტნეულის სალათს და სოუს „გელასის“;

ვუყურებ – ქართული ტელევიზიების ახალ ამბებს, BBC-ს და CNN-ს;

ვკლავ – დროს;

ვაფუჭებ – ყველაზე ხშირად კომპიუტერს;

ვცხოვრობ – პეკინის 14-ში;

ვცემ – პატივს ზოგიერთ ისტორიულ ფიგურას;

ვყვირი – აივნიდან;

ვმღერი – სუფრასთან;

ვასრულებ – ყველა დაპირებას;

დავდივარ – ქუჩაში, როცა ამინდი ხელს მიწყობს;

ვერიდები – მეტისმეტად პოლიტიზირებულ სუბიექტებს;

ვთამაშობ – სოლიდური მოქალაქის როლს. (არც თუ წარუმატებლად);

ვიტყუები – როგორ გეკადრებათ;

ვეთაყვანები – ნეტავ, ვინ არის ამ ქვეყნად ისეთი, რომ ეთაყვანო;

ვგიჟდები – თეონას გაკეთებულ სოკოს ჟულიენზე, პლიუს ხრაშუნა ტოსტი და ორი დიდი ჭიქა ცივი სოვინიონ ბლანი;

მძულს – თავხედი, უწესო მძღოლები;

ვნანობ – რომ ვერა და ვერ ვუთხარი ნანას როგორ მიყვარდა;

კმაყოფილი ვარ – რომ არა ტრაგედიები, მთლიანობაში ცხოვრებით;

მენატრება – გაგრა და ლიძავა;

მსურს – სულ უფრო და უფრო ნაკლები რამ. ეს არის ასაკის მთავარი პრობლემა;

ვაგროვებ – ქულებს;

ვიხდი – ბოდიშს;

ვეჭვიანობ – ახლა მხოლოდ სიზმარში;

ვკაიფობ – ღმერთმანი, არ ვკაიფობ;

ვიზიდავ – უმეტესად კარგი გემოვნების მქონე ადამიანებს;

ვალამაზებ – ყველაფერს რასაც კი შევეხები. როგორ მოგწონთ?


აგრეთვე წაიკითხეთ:

დასერილი სხეული, პირში გაჩრილი ბურთი და მარილიან წყალში ყოფნა - რატომ აწამებდა 47 წლის დოქტორი ცოლს?

რატომ ემალებოდა ნინო ჩხეიძის მამა ჟურნალისტებს 15 წელი - გაიცანით მომღერლის მშობლები

სამეფო ქორწინება, 5 წლის შემდეგ გაჩენილი შვილი და ერის აღიარება - ლეილა ყიფიანის პორტრეტი


მსგავსი სიახლეები

„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის...

52 წუთის წინ

წულუკიძე

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლ...

21:28

სასმელი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

21:12

ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge


23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხ...

22:30 შაბ. 27 თებერვალი

უბედური- შემთხვევა

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშ...

12:18

ექიმბაში

აბა, მიშა გინდათ? – ლაშა ბუღაძე

22:30 შაბ. 27 თებერვალი

ლაშა ბუღაძე

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი...

20:27

ნანა ლორთქიფანიძე

VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახ...

18:21

ხატია დეკანოიძე

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვა...

14:29

გივი სიხარულიძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელ...

18:39

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე

ამირან სალუქვაძე - ექს-პრეზიდენტი, რომელ...

18:34

ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Digest.ge

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

18:22

სოსო არჩვაძე

ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე...

17:40

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები დ...

16:36

სააკაშვილი

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

16:09

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთ...

14:32

„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

13:51

ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

ახალციხეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

11:49

ლენტი