Digest Logo

სკანდალური ჭორები, აბეზარი შეკითხვები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს... - ბლიც-ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

 22:41 სამ. 22 ივნისი, 2021 წელი
ეკა ბესელია

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარი პოლიტიკოსი - ეკა ბესელიაა.

ეკა ბესელია ანუ... ქალი იურისტი და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქე.

რით ხართ ცნობილი... პირველ რიგში საზოგადოებამ გამიცნო ჩემი პროფესიით, როგორც ადვოკატი, შემდეგ კი პოლიტიკოსი.

ბავშვობის მიზნები... განსაკუთრებული და მძაფრი დამოკიდებულება მქონდა უსამართლობის მიმართ და გამიჩნდა იდეა, ჩემი პროფესია ახლოს ყოფილიყო სამართლიანობის დაცვასთან და მივაგენი.

მაღიზიანებს...შეურაცხყოფა, გაუნათლებლობა, უკულტურობა და უპასუხისმგებლობა.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ.... 1. სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერში. 2. ესეც გაივლის.

ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... გვეშველება რამე?

ჩემი საუკეთესო მრჩეველი... დედა, ჩემი მოძღვარი და პროფესიულად - მინდია უგრეხელიძე და ნანო ჩაჩუა.

90-იანებიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გთრგუნავთ?... მხედრიონის პერიოდი და სამოქალაქო ომი რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ახლოს ვცხოვრობდი და ყოველდღე მიწევდა ყურება ამ ომის, რაც იყო საშინლად დამთრგუნველი.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ყველაზე არაფრის მთქმელი ჭორები ძირითადად ჩემს ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, თუმცა ცხოვრებაში არასოდეს მქონია არანაირი ბიზნესი. მაგალითად მაღაზია „2 ნაბიჯი“ გავიგე, რომ ჩემი ყოფილა, ასევე ფოთის პორტი. ასევე 2020 წლის არჩევნებში გავრცელდა ჭორი, რომ თიანეთის ერთ-ერთ სოფელს წყალი გადავუკეტე.

ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ტელეფონი.

ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ... ნინო სამყურაშვილის წიგნი - ჯავშანი.

რაზე ფიქრობთ, როცა მანქანაში მარტო ხართ?... საქმეებზე.

რა არის ბოლო საჩუქარი, რაც სხვა გაუკეთე?... 2 დღის წინ ჩემს მეგობარს ვაჩუქე შარფი.

ღმერთს რომ შეხვედროდით,რას ჰკითხავდით?... პირველ რიგში ყველაფრისთვის მადლობას ვეტყვი და ვკითხავდი, „და ახლა, ამის მერე რა ხდება?“

ყავა თუ ჩაი... რა ისტორიას გაიხსენებდით... ყავა. წლების განმავლობაში არ ვსვამდი ყავას და როდესაც, გოგო გამიჩნდა მაშინ დავიწყე ყავის დალევა. ახლა კი ჩემი დილა ყოველთვის ყავით იწყება.

ვთქვათ, მოგიყვანეს ძროხა, რომლის არც გაჩუქების უფლება გაქვს და არც გაყიდვის. რას გააკეთებდი მასთან ერთად?... დედაჩემთან ერთად გავზრდიდი, მოვუვლიდით, დავაპურებდით და გვექნებოდა სოფლის ნობათი.

ინტერვიუ სრულდება... წარმოიდგინეთ, გარეთ გადიხართ და დერეფანში პოულობთ ლატარიის ბილეთს, რომლის შედეგადაც მილიონ დოლარს იგებთ. რას იზამდით?.... მართლმსაჯულების სახლს საკუთარ შენობას შევუძენდი, და აუცილებლად ავაშენებდი კარგ სახლს მოხუცებისთვის და მიუსაფარი ბავშვებისთვის.

წინა სტუმარმა, აჩი არველაძემ დაგიტოვათ კითხვა: გვეშველება რამე?... ჯერ ჩვენ უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს, რომ გადავრჩეთ, როგორც პიროვნება და შემდეგ ვუშველით გვერდით მყოფ ადამიანს. ამით კი ეშველება ყველაფერს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ ⤵️

როგორი გოგოები მოსწონს, რაზე ოცნებობდა ბავშვობაში და რა სურს ყველაზე მეტად - ბახვა ბრეგვაძის ბლიც-ინტერვიუ

როგორი გოგოები მოსწონს, რა აღიზიანებს და რა მიზნები ჰქონდა ბავშვობაში - ბლიც-ინტერვიუ ანრი ჯოხაძესთან

ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა... ბლიც-ინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

ცხოვრების მთავარი მიღწევა, სკანდალური ჭორი და ბავშვობის ოცნება - ბლიც-ინტერვიუ აჩი არველაძესთან


მსგავსი სიახლეები

როგორი ამინდი იქნება 23 იანვარს საქართვე...

00:20

მზე

თბილისის ნაწილს 23 იანვარს ელექტროენერგი...

00:18

შუქი

„თუ საქართველოში ინტენსიურები კორონიანი...

00:12

იაგო ფრანგიშვილი


„მახსოვს, როგორ დავყვებოდი უკან მშვენიერ...

10:41 შაბ. 22 იანვარი

სააკაშვილი

„დევნილები უნდა გაასახლონ, რატომ ცხოვრობ...

13:50 შაბ. 22 იანვარი

ქეთი დოლიძე

დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქა...

10:41 შაბ. 22 იანვარი

ზაქარია კალაშოვი

„იხარეთ ლელა, ყველაფერი გიხდებათ...“ - ლ...

14:20 შაბ. 22 იანვარი

ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია ოჯახთან ერთად დუბაიში ისვე...

22:36 პარ. 21 იანვარი

ლელა წურწუმია

„თბილისი ჩამოსულებს ვერ იტანს“ - ქეთი დო...

21:32 პარ. 21 იანვარი

ქეთი დოლიძე

ვრცელდება კორონავირუსის ახალი შტამი, რომ...

21:49 შაბ. 22 იანვარი

კორონა

„გაგწირავ, ბოლომდე დაგბრიდავ, ნიკა, დედა...

20:19 შაბ. 22 იანვარი

ნეკა დოროყაშვილი

„რამდენჯერმე ჯოხი ჩაარტყა და დაზიანებები...

19:08 შაბ. 22 იანვარი

უბედური- შემთხვევა

„ომიკრონის“ ახალი ტალღა, სავარაუდოდ, ივნ...

19:04 შაბ. 22 იანვარი

ექიმი გიორგი ფხაკაძე

ოზურგეთის მერია: ბაღებიდან თანამშრომლები...

18:06 შაბ. 22 იანვარი

ოზურგეთის მერიის ლოგო

ირაკლი ლატარია: ცუდი სანახავია, როდესაც...

17:31 შაბ. 22 იანვარი

ექსპერტი ირაკლი ლატარია
Digest.ge

გია აბაშიძე: ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს...

16:59 შაბ. 22 იანვარი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე

ზაზა მარიდაშვილი: საქართველოში მოქმედ პა...

16:56 შაბ. 22 იანვარი

იურისტი ზაზა მარიდაშვილი

გია გაბრიჭიძე: „ნაცებისა“ და მათი ევროპუ...

16:53 შაბ. 22 იანვარი

ექსპერტი გია გაბრიჭიძე