Digest Logo

„მოვეხვევი მუხლებზე და ვეტყვი...“ - ბლიცინტერვიუ ენძელა მაჭავარიანთან

 15:55 სამ. 3 აგვისტო
ჟურნალისტი ენძელა
მაჭავარიანი

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ჟურნალისტი და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი.

ენძელა მაჭავარიანი, ანუ ... არავითარი ანუ, ენძელა მაჭავარიანი.

რით ხარ ცნობილი... ეს სხვებს უნდა ვკითხოთ...

საუკეთესო რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა... ჯერ ნახევარი წელი გავიდა ... აწმყოში რაც ხდება, საუკეთესოა, თუ არა, დრო შეაფასებს.

როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი ... მადლობა უფალს, რომ არ დაიშურა ჩემთვის ბედნიერება და მისი შეგრძნების უნარი ... ახლა ჩვენი ოლიმპიელების წარმატებები მაბედნიერებს... ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი დისშვილები ანა და გიორგი ამ ქვეყანას მოევლინენ და პირველად დავინახე...

ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ... ფრაზებს ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. უფრო მეტად სიტყვები მაქვს აკვიატებული. ხშირად ვამბობ საუბარში, „აი“, მიმართვაში, „საყვარელო“.

მაღიზიანებს... იმ ასაკში ვარ, აღარაფერი მაღიზიანებს... თუმცა დღემდე ვერ ვეგუები მლიქვნელობას, უთანასწორობას... უსამართლობას, უღირს საქციელს ან საუბარს. ბულინგი სრულიად მიუღებელია ჩემთვის.

ყველაზე აბეზარი კითხვა, რაც შენთვის დაუსვამთ... პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ აბეზარი კითხვა არ არსებობს, მთავარია პასუხი გქონდეს. მომწონს ზიგზაგები... ვერ ვეგუები შტამპს..

საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს... ბოლო რატომ? ალბათ ჯერჯერობით. 20 ივლისს დაბადების დღე მქონდა და საჩუქრად მივიღე ჩემი ყველაზე საყვარელი ყვავილების ლამაზი თაიგულები... ამ წამს კი, სანამ მრავალწერტილს დავსვამდი, ჩემმა დამ (ვამაყობ, რომ ცნობილი და კარგი ჟურნალისტია) ია მაჭავარიანმა, ჩვენი მეგობრის და საყვარელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის, მოკლედ საყოველთაოდ ცნობილი გიორგი ლობჟანიძის წიგნი „ჩემი ფანჯრიდან“ მაჩუქა.

სიყვარული არის... სამყაროს გასაღები, თავად უფალი ხომ სიყვარულია!

თავისუფლება არის... ცხოვრების არსი. უფალმა საკუთარ ხატად შეგვქმნა ადამიანები, თავისუფლება უპირველესად არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. უსიყვარულოდ და თავისუფლების გარეშე ადამიანები ვეღარ ვიქნებით...

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... არ გამიგია, არაფერი. საერთოდ არ მიყვარს ჭორების მოსმენა...

შენი ხასიათის მთავარი შტრიხი... მიტევება, სიყვარული, სამართლიანობა... თანადგომა, სწავლა, სწავლა და იუმორი..

როგორი იქნებოდა სამყარო იუმორის გარეშე... იუმორის გარეშე ღმერთი სამყაროს ვერ შექმნიდა...

1 სურვილი რომ გქონდეთ, რას ისურვებდით... ბევრი სურვილის ასრულების შესაძლებლობა რომ მქონოდა...

რამ შეიძლება ადამიანში ყველაზე მეტად მოგხიბლოს... ადამიანების სიყვარულმა, თანაგრძნობამ - „იქნება, ვეფხის დედაი, ჩემზე მწარედა სტირისა“. სიქველემ, ნიჭმა, თავმდაბლობამ, უბრალოებამ.

ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით ... მართლმორწმუნე ქრისტიანი ვარ, უფალს ყოველდღე ვხედავ ყველაფერში... კითხვებზე პასუხებს ბიბლიაში, ძველ და ახალ აღთქმაში, ეპისტოლეებში და ფსალმუნებში ვიპოვით... ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე უფლის სურნელს შევიგრძნობ, მეც აღმომხდება თომა მოციქულის სიტყვები, უფალი ჩემი, ღმერთი ჩემი... მოვეხვევი მუხლებზე და ვეტყვი, უფალო შეგვიწყალე, მიყვარხარ უფალო, შემინდე...

რა გასევდიანებთ... ადამიანების ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, ადამიანების დაუდევარი, მტრული მიდგომა ბუნებისადმი. სიღარიბე, ადამიანის უფლებების დარღვევა, ის, რომ ხშირად არ ვუგდებთ ყურს სამყაროს ხმას!

ბავშვობის მიზნები... უფრო ოცნებებს დავარქმევ... ბევრი ამისრულდა... ყოველთვის ვფიქრობ უკეთესობისკენ შევცვალო რაღაც... ზოგი რამ გამომივიდა... ვფიქრობ, კიდევ ბევრი სიხარული გველოდება.

რა არის შენი საყვარელი ფერი... ძალიან მიყვარს ხასხასა, მკვეთრი ფერები... ცისარტყელა ჩემთვის ბუნების ყველაზე მშვენიერი მოვლენაა! ყველა ლამაზი ფერი მიყვარს თეთრი, წითელი, ხასხასა მწვანე, ნარინჯისფერი...

რას ნანობ ყველაზე მეტად ცხოვრებაში... უფრო მეტად არ ვიზრუნე საკუთარ ფიზიკურ მომზადებაზე.

წინა სტუმარმა ცუცა კაპანაძემ გკითხათ - რას იზამდით ძალაუფლება რომ გქონოდათ? ცუცა, ძალიან მიყვარხარ. ვეცდები, რომ არსად არასდროს იყოს ომი, ყველა ადამიანს ჰქონოდეს საკუთარი სამშობლო, თავზე ჭერი, სწავლის შესაძლებლობა, არავის შიოდეს, არავის სტკიოდეს, მამალი ყიოდეს და დრო გადიოდეს!

რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? - ვინ ხარ, როგორ ხარ, მეგობარო?

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ისეთ ფრაზებს მომაწერდნენ ხოლმე, რომელიც საერთოდ არ მითქვამს - ბლიცინტერვიუ გუგული მაღრაძესთან

სკანდალური ჭორები, აბეზარი შეკითხვები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს... - ბლიცინტერვიუ ეკა ბესელიასთან

მინდა მითხრას, რომ გაიხუმრა - ბლიცინტერვიუ ვერა ქობალიასთან


„კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი რომ გა...

00:15

აბაშიძე-სააკაშვილი და
ჯავშანი

„ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან...

00:14

ნანა გეგეჭკორი

სააკაშვილმა ფეისბუკზე კიევი-თბილისის ფოტ...

23:21 ორშ. 27 სექტემბერი

მიხეილ სააკაშვილი და
ბილეთი


„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამ...

15:05 ორშ. 27 სექტემბერი

ნინო სუხიშვილი

„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ძალადობა

„10 წელი მეგობრები ვიყავით, 6 წელი – შეყ...

21:51 ორშ. 27 სექტემბერი

ტოპე

„სილამაზე!“ - სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფ...

16:37 ორშ. 27 სექტემბერი

სალომე ჭაჭუა

კვება, ვარჯიში და წყალი - ნანუკა ჟორჟოლი...

16:36 ორშ. 27 სექტემბერი

ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

22:52 ორშ. 27 სექტემბერი

ფილიპ ხაჩიროვი

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღ...

22:36 ორშ. 27 სექტემბერი

საქ პრეზიდენტი და
დიზაინეერი

„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონ...

21:20 ორშ. 27 სექტემბერი

მწერალი დავით ტურაშვილი

გერმანიის პარლამენტში 2 ტრანსგენდერი ქალ...

20:59 ორშ. 27 სექტემბერი

ტრანსგენდერი

ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინ...

20:22 ორშ. 27 სექტემბერი

აშშ და ჩინური ვაქცინა

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

20:07 ორშ. 27 სექტემბერი

დავით სოკოლოვი

„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე...

19:59 ორშ. 27 სექტემბერი

შალვა ნათელაშვილი და ნიკა
გვარამია

„ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები -...

18:19 ორშ. 27 სექტემბერი

მეუფე ნიკოლოზი

ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის...

18:02 ორშ. 27 სექტემბერი

ნათია მერებაშვილმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ გამართულ
საერთაშორისო
კონფერენციაზე
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
პროკურორთა და
პროკურატურის
გამომძიებელთა
სპეციალიზაციის პროცესზე
ისაუბრა