Digest Logo

„იუმორის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნებოდა“ - ბლიცინტერვიუ ცუცა კაპანაძესთან

 16:45 სამ. 27 ივლისი
მსახიობი ცუცა კაპანაძე

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მსახიობი და იუმორისტი - ცუცა კაპანაძე.

ცუცა კაპანაძე ანუ ... მერვე კლასელო, სასაცილო გოგონა.

რით ხარ ცნობილი... პროგრამა პასიანსით. მიუხედავად იმისა, რომ 45 წელია სცენაზე ვდგავარ და მოვიარე მსოფლიო, მაინც პასიანსით ვარ ცნობილი.

საუკეთესო რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა... დაახლოებით 3 კვირის წინ, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა ლევან კოღუაშვილის ფილმმა, რომელშიც მეც ვმონაწილეობ. ძალიან დიდი ბედნიერება იყო, როდესაც სცენაზე ვიდექით და მათ მიერ დასმულ კითხვებს ვცემდით პასუხს.

როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი ... და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე, ბედნიერებაა, როდესაც იბადები და ცოცხლობ.

ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ... ქაჯი.

მაღიზიანებს... უვიცობა, უზრდელობა და ტყუილი.

ყველაზე აბეზარი კითხვა, რაც შენთვის დაუსვამთ... როდის აპირებთ დაოჯახებას? რა ვიცი აბა, როდის ვაპირებ, ალბათ მაშინ, როდესაც ღმერთი ინებებს.

საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს... ამერიკაში არსებულმა „ქართული კულტურის ცენტრმა“ 60 წლის იუბილეზე მომიწყო სიურპრიზი. დახურეს ერთ-ერთი რესტორანი და დაპატიჟეს ყველა ბავშვი და მშობელი და ცენტრის თანამშრომელი. მეგონა, რომ მივდიოდი მეგობრის დაბადების დღეზე და შოკში ჩავვარდი, როდესაც იქ ასეთი გრანდიოზული საღამო დამახვედრეს.

სიყვარული არის... სათნოება, რომელიც უფალმა გვაჩუქა. სიყვარულია ყველაფერი, სიკეთის კეთების უნარი, თანაგრძნობა და რაც მთავარია, გრძნობა, რომელიც სამყაროს ატრიალებს.

თავისუფლება არის... ნიჭი, რომელიც უფალმა მოგვანიჭა. აკეთო ის, რაც გინდა, თუმცა ბოროტად არ უნდა გამოიყენო ეს უფლება.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... საქართველოში როცა ვცხოვრობდი, ჭორაობდნენ რომ ვიყავი ვიღაც ბიზნესმენის საყვარელი და მაჩუქა მერსედესი... და რა ვიცი, ალბათ, 5-6-ჯერ გამათხოვეს და გამაშორეს.

შენი ხასიათის მთავარი შტრიხი... იუმორი და ღიმილი.

როგორი იქნებოდა სამყარო იუმორის გარეშე... ცხოვრება იუმორის გარეშე ჯოჯოხეთი იქნებოდა, სამყარო იქნებოდა შავი და ბნელი.

1 სურვილი რომ გქონდეთ, რას ისურვებდით... დავით აღმაშენებლის გაცოცხლებას ვინატრებდი. ვისურვებდი, ჩვენი სამშობლო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაეერთიანებინა.

რამ შეიძლება ადამიანში ყველაზე მეტად მოგხიბლოს... გულკეთილობა, პასუხისმგებლობა და იუმორი.

ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით ... რა ცოდვა ჩავიდინეთ ასეთი, რომ საქართველო ასეთ მდგომარეობაშია და გვაქვს თუ არა შანსი, რომ მოვინანიოთ ეს ცოდვა.

რა გასევდიანებთ... როდესაც ვხედავ გაჭირვებულ ბავშვებსა და მოხუცებს.

ბავშვობის მიზნები... ბავშვობაში მინდოდა მსახიობობა და ბალერინობა. მსახიობი გავხდი, თუმცა ბალერინა ვერა, რადგან მე საჩხერეში დავიბადე და იქ ფიზიკურად არ იყო საბალეტო სკოლა და შესაბამისად ვერ ავისრულე ეს ოცნება.

რა არის შენი საყვარელი ფერი... მწვანე, ცისფერი და წითელი.

წინა სტუმარმა - ექიმმა გუგა ქაშიბაძემ დაგიტოვათ ასეთი კითხვა - რას ნანობ ყველაზე მეტად ცხოვრებაში? - ახლა მწყდება გული რომ არ მყავს შვილი და არ მაქვს ოჯახი.

რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? - რას იზამდით, ძალაუფლება რომ გქონოდათ?

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ისეთ ფრაზებს მომაწერდნენ ხოლმე, რომელიც საერთოდ არ მითქვამს - ბლიც- ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან

რა აღიზიანებს, რა მოსწონს საკუთარ თავში და რის გარეშე ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ კესარია აბრამიძესთან

ბლიც-ინტერვიუ „მძიმე კაცთან“


მსგავსი სიახლეები

„კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი რომ გა...

00:15

აბაშიძე-სააკაშვილი და
ჯავშანი

„ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან...

00:14

ნანა გეგეჭკორი

სააკაშვილმა ფეისბუკზე კიევი-თბილისის ფოტ...

23:21 ორშ. 27 სექტემბერი

მიხეილ სააკაშვილი და
ბილეთი


„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამ...

15:05 ორშ. 27 სექტემბერი

ნინო სუხიშვილი

„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ძალადობა

„10 წელი მეგობრები ვიყავით, 6 წელი – შეყ...

21:51 ორშ. 27 სექტემბერი

ტოპე

„სილამაზე!“ - სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფ...

16:37 ორშ. 27 სექტემბერი

სალომე ჭაჭუა

კვება, ვარჯიში და წყალი - ნანუკა ჟორჟოლი...

16:36 ორშ. 27 სექტემბერი

ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

22:52 ორშ. 27 სექტემბერი

ფილიპ ხაჩიროვი

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღ...

22:36 ორშ. 27 სექტემბერი

საქ პრეზიდენტი და
დიზაინეერი

„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონ...

21:20 ორშ. 27 სექტემბერი

მწერალი დავით ტურაშვილი

გერმანიის პარლამენტში 2 ტრანსგენდერი ქალ...

20:59 ორშ. 27 სექტემბერი

ტრანსგენდერი

ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინ...

20:22 ორშ. 27 სექტემბერი

აშშ და ჩინური ვაქცინა

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

20:07 ორშ. 27 სექტემბერი

დავით სოკოლოვი

„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე...

19:59 ორშ. 27 სექტემბერი

შალვა ნათელაშვილი და ნიკა
გვარამია

„ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები -...

18:19 ორშ. 27 სექტემბერი

მეუფე ნიკოლოზი

ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის...

18:02 ორშ. 27 სექტემბერი

ნათია მერებაშვილმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ გამართულ
საერთაშორისო
კონფერენციაზე
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
პროკურორთა და
პროკურატურის
გამომძიებელთა
სპეციალიზაციის პროცესზე
ისაუბრა