Digest Logo

„ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია...“ - რაზე ოცნებობდა, რა აღიზიანებს და რა შეცვალა პანდემიამ მის ცხოვრებაში? - ბლიცინტერვიუ მადონა კოიძესთან

 15:50 სამ. 21 სექტემბერი
მადონა კოიძე

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი, მადონა კოიძე.

რით ხართ ცნობილი... გადაცემა „სახალხო კონტროლით“.

ბავშვობის მიზნები... პოპულარული გავმხდარიყავი.

ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... კითხვა არა, უფრო მაღიზიანებს, როდესაც სოციალურ ქსელში მიგზავნიან „გიფებს“, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში.

საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს... არაჩვეულებრივი, ნატურალური ქვებისგან დამზადებული სამაჯური მაჩუქა ჩემმა ფეისბუკ მეგობარმა, რომელიც ძალიან მიყვარს.

საჩუქარი, რომელიც თქვენ აჩუქეთ... მეგობარს პარფიუმერია ვაჩუქე.

90-იანებიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გთრგუნავთ? ომის.

სიყვარული არის... ჰაერი.

თავისუფლება არის... ჟანგბადი... ოზონი, აი, წვიმის მერე რომ არის, ძალიან კარგი სუნი რომ ტრიალებს ჰაერში, მაშინ არის ოზონის მოლეკულები დიდი რაოდენობით. ესაა განსაკუთრებულად სასიამოვნო.

რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს? ის რაც უყვარს, რაშიც კომფორტულად და საჭიროდ გრძნობს თავს.

ღმერთის არსებობის გჯერათ? რა თქმა უნდა.

ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით ... რატომ ავადდებიან და კვდებიან ახალგაზრდები?

როგორი იქნებოდა სამყარო იუმორის გარეშე... რუხი, არასაინტერესო, ჯოჯოხეთი.

ყავა თუ ჩაი... ჩაი.

ჩაიზე რამე ისტორია თუ გახსენდებათ? ... მიყვარს მწვანე ჩაი ჟასმინით... ერთხელ, როდესაც თურქეთში ვიყავი, ერთ-ერთ მეწარმესთან გვქონდა შეხვედრა და ძალიან კარგი შოკოლადის კრებული მოიტანეს, ძალიან მიყვარს შოკოლადი და სანამ ჩვენ ვსაუბრობდით ერთი 4-5 ჭიქა ჩაი დავლიე, გაუკვირდათ და მითხრეს, რომ გვეგონა ჩვენ ვიყავით ჩაის მოყვარულები და ჩვენზე მეტი მოყვარული თქვენ ყოფილხართო.

პანდემიამ რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში? ... ურთიერთობა დამაკლდა, ხალხი მომენატრა, მეგობრები მენატრება. ცუდია, ხშირად ვეღარ ვნახულობ, რადგან ზოგს ასაკიანი მშობლები ჰყავს, ზოგს პატარები ჰყავს და ვუფრთხილდები მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მე ძალიან ბევრი მოძრაობა მიყვარს და ბუნებრივია სხვის ჯანმრთელობას ვუფრთხილდები. ძალიან მაკლია თავისუფალი ურთიერთობა. ძალიან მთრგუნავს პირბადე, თუმცა ვალდებული ვარ მეკეთოს.

რას იზამთ როდესაც კოვიდ პანდემია დასრულდება? ყველა მეგობარს ჩავეხუტები.

ანტივაქსერებს რას ურჩევდით? ვაქცინირებული ვარ, არ ვარ ვაქცინის წინააღმდეგი, ჩემი ხედვა მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგნებულად არ დამიდია არსად აცრის პროცესი. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს არჩევანში. მე ვაქცინა გავიკეთე, რადგან დავიცავი არამარტო ჩემი, არამედ სხვების ჯანმრთელობა. მოვკვდები, რომ ჩემი დაუდევრობით ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნა.

რას ნანობ ყველაზე მეტად ცხოვრებაში... ჟურნალისტიკაზე რომ არ ჩავაბარე.

ვისი იმედი გაქვთ ყველაზე მეტად?! ოჯახის წევრების და მეგობრების. ვფიქრობ, რომ უფლისგან განებივრებული ვარ, იმიტომ რომ მყავს ძალიან კარგი სამეგობრო, რომლებსაც ვუყვარვარ კონკრეტულად მე და არა „მადონა კოიძე“. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა სკამი, პოპულარობა, სოციალური მდგომარეობა ეს როგორც მოდის ისე მიდის, ადამიანობა და ადამიანი კი რჩება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებსაც ენდობი. აი, როდესაც არ იქნები პოპულარული, მიკროფონით ხელში და აღარ ილაპარაკებს შენზე მთელი საქართველო, მათთვის კვლავ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და მუდამ მზად არიან ნებისმიერი გაჭირვებისას გვერდში დაგიდგნენ.

წინა სტუმარმა, პოლიტიკოსმა, კობა სუბელიანმა დაგიტოვათ კითხვა: რა უნდა ვაკეთოთ სიტყვითა და საქმით, რომ რუსეთის ხელის ფათური დავასრულოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში?

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რუსეთი თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა. არსებობენ პატარა ქვეყნები, რომლებიც არიან დამოუკიდებლები, თავად წყვეტენ საკუთარი ქვეყნის ბედს.

ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც ჩვენ თავად ვწყვეტდეთ ჩვენ ბედს, არ ვიყოთ სხვაზე დამოკიდებულები. გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ დამოუკიდებლად და არავის უნდა ჰქონდეს უფლება აფათუროს ხელი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში.

ხშირად ვესწრები ტრენინგს სურსათის უვნებლობაზე, როდესაც ჩვენთან ჩამოდიან ექსპერტები, რატომღაც ფიქრობენ, რომ არ გვაქვს სათანადო განათლება და იწყებენ სურსათის უვნებლობის ახსნას ა-დან და ბ-დან.

ვფიქრობ, რომ ეს შეურაცხყოფაა და ერთ-ერთი სემინარიდან გამოვედი, ყავის დალევა დავიწყე. ერთი მომხსენებელი გამოვიდა და მითხრა რატომ გამოხვედი, საინტერესო არ იყოო? მე კი ავუხსენი, რომ იქ იყვნენ სურსათის უვნებლობის ძალიან კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებმაც ეს საკითხები კარგად იცოდნენ. თუმცა ტოლერანტობიდან გამომდინარე მაინც უსმენდნენ. სხვათა შორის დამიჯერა და რადიკალურად შეცვალა მიდგომა. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბოლოს მადლობა გადამიხადა, რადგან სწორ გზაზე დავაყენე. გულსატკენია, როდესაც სათანადოდ არ აფასებენ შენ ქვეყანას და შენ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.

ძალიან ტოლერანტულები და ზრდილობიანები ვართ, ვფიქრობ, რაც შენთვის საინტერესო არაა იქ ხათრის გულისთვის არ უნდა გაჩერდე.

არ არსებობს დიდი და პატარა ერი, არსებობს დიდი და პატარა კულტურის მქონე ერი. ამაში კი ვერცერთი ქვეყანა ვერ დაგვიდგება. ერთ-ერთი პირველები ვართ, ვისაც გვაქვს კულტურა, დამწერლობა და დიდი ისტორია.

სირცხვილია, რომ ვიღაცა გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ. ამას პირველად ხმამაღლა ვამბობ, ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია. მინდა ვიყო სრულიად თავისუფალი და ქვეყანა ზეწოლის გარეშე იმართებოდეს.

თქვენ რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? უნდა იყოს თუ არა კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ?

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵მინდა მითხრას, რომ გაიხუმრა - ბლიც-ინტერვიუ ვერა ქობალიასთან

🔵თუ წვიმს, ვამბობ, აი, რა კარგი ორკესტრია - ბლიც-ინტერვიუ ნინო ქათამაძესთან

🔵ცხოვრების მთავარი მიღწევა, სკანდალური ჭორი და ბავშვობის ოცნება - ბლიც-ინტერვიუ აჩი არველაძესთან

🔵რისი ეშინია, რაზე ოცნებობს და რა არ მოსწონს საკუთარ თავში - გაიცანით, სულ სხვანაირი გიორგი ფხაკაძე


რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს...

1 წუთის წინ

ზაზა თელია

„დავინახე, მაინც ჩაჩოქილიყო აივანზე და ხ...

9 წუთის წინ

კეკელიძე 90-იან წლებს
იხსენებს

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

ნატო გელაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა - კ...

18:24 ორშ. 18 ოქტომბერი

გიორგი ჭოხონელიძე