Digest Logo

„ანტივაქსერები ბომბებით მოსიარულე ადამიანები არიან...“ - რაზე ოცნებობდა, რა აღიზიანებს და რა შეცვალა პანდემიამ მის ცხოვრებაში? - თანდაშვილის ბლიცინტერვიუ

 15:25 პარ. 3 სექტემბერი
თანდაშვილი

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი.

რით ხართ ცნობილი... პროფესიულ წრეებში, ძირითადად საავიაციო სფეროში მიცნობენ, რადგან 11 წელია, ამ სფეროში ვმოღვაწეობ. ვიყავი სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი საქართველოში.

ბავშვობის მიზნები... სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზანი მქონდა. ბნელი 90-იანი წლები გამოვიარე. ისე, როგორც ყველა პატარა გოგოს, მსახიობობა და რეჟისორობა მინდოდა. ავიატორობაზე არასდროს მიოცნებია. მოცეკვავეც მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ მაშინ, როდესაც ქუჩაში ზუზუნებდნენ ტყვიები, პატარა გოგოების ოცნებები არ ხდებოდა, ამიტომ გამოვედი იურისტი.

ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... რამდენი გაქვს ხელფასი?

საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს... ბოლოს რეანიმაციაში ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღე, ბუშტები ნამცხვრები... ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა ის იყო, რომ ქართველმა მეთოჯინემ ჩემი თოჯინა გააკეთა. არასდროს მქონია ჩემი თოჯინა.

სიყვარული არის... რის გამოც იღვიძებ და რის გამოც იძინებ. ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

თავისუფლება არის... იმის კეთება რაც გსიამოვნებს, იმის ფუფუნება რომ შეგიძლია აკეთო, ის რაც გსიამოვნებს და ამაში ფულსაც გიხდიან.

რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს? ყველა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა არის მისთვის მთავარი და არ იყოს სტერეოტიპული, არ უნდა იცხოვროს სხვისი ცხოვრებით.

რისთვის ღირს ცხოვრება? ყველა წამისთვის.

ადამიანში ყველაზე მეტად რა გხიბლავთ... ინდივიდუალიზმი, ადამიანის განსაკუთრებულობა, რითაც განსხვავდება სხვისგან და არის ნამდვილი.

ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ნივთებზე დამოკიდებული არ ვარ, უფრო ადამიანებზე.

ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ... ალესანდრო ბარიკოს „მეოცე აბრეშუმი“. რეანიმაციაში, მარიამო ჯანელიძემ გამომიგვიგზავნა ბათუმიდან წიგნები, მეც მამაოსაც და ინეზასაც.

რა არის ბოლო საჩუქარი, რაც სხვა გაუკეთე?... ბოტასები ვაჩუქე.

ყავა თუ ჩაი... რა ისტორიას გაიხსენებდით... ყავა. პირველ სამსახურში, უფროსი, ხელმძღვანელი გვიდუღებდა ყავას. ეს მაშინ მნიშვნელოვანი იყო. მაგ დროს არსებობდა მდივნის პოზიცია, რომელიც ადუღებდა ყავას და ქართულ სინამდვილეში წარმოუდგენელი იყო ხელმძღვანელს თანამშრომლისთვის ყავა მოედუღებინა. ეს დამამახსოვრდა, რომ განსაკუთრებული პატივისცემა ჩანდა ამ ქმედებიდან. შემდეგ, როდესაც მე ვიყავი დირექტორი, ვიყიდე კარგი ყავის აპარატი და ყველა ჩემ სტუმარს ჩემი ხელით ვუმზადებდი ყავას, პატივისცემის ნიშნად.

პანდემიამ რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში? ბევრი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი, საქმიან ნაწილში ფრენები შეწყდა და სამსახური დავკარგე... რთული ფინანსური და ფსიქოლოგიური სტრესი განვიცადე. მალევე გადავერთე სხვა რამეზე, მაგრამ არაა მარტივი, როდესაც შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. მეორეს მხრივ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა. გადავაფასე ყველაფერი, კარგად დავინახე, რომ ადამიანია მთავარი ფასეულობა. მთავარი ბედნიერება ადამიანებში და მათ ენერგიაშია.

რას იზამთ როდესაც კოვიდ პანდემია დასრულდება? პანდემიის ომმა გვაჩვენა, რომ არაფერი მთავრდება. არ ვიცით, რა როგორ დასრულდება, უნდა ვიცოდეთ, რომ ახლა გადარჩენაა საჭირო. ოღონდ არა ფიზიკური, არამედ ტვინის გადარჩენა, რადგან ეს ტვინის ომია. ძალიან გაგვიჭირდება პოსტპანდემიურ პერიოდში გადარჩენა. აი, ჯანმრთელობაზე ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სულიერზე, აგრეთვე ფიზიკურზე. ისეთი სურვილები და ოცნებები უნდა დაითრგუნოს, რომლებიც მოკლე ვადიანი და არაფრის მომცემია. ყველა ოცნებობს კარგ სახლზე ბევრ ფულზე, მანქანაზე, შეიძლება ეს ყველაფერი გქონდეს, მაგრამ სიცოცხლის ხალისი არ გქონდეს. ყველაზე მთავარია, რომ პანდემიამ არ დაგვაკარგვინოს სიცოცხლის ხალისი.

ანტივაქსერებს რას ურჩევდით? ანტივაქსერებს არ გამოუცდიათ რას ნიშნავს იწვე რეანიმაციაში და არ გქონდეს გადარჩენის იმედი. მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი, რა იქნება მომდევნო 3 წელიწადში, ამას არ უნდა შეეწიროს ადამიანის სიცოცხლე. მე მათ ვუსურვებდი ჯანმრთელობას და იმას, რომ ეს სტრესი არ გამოეცადათ არასდროს. ანტივაქსერები ბომბებით მოსიარულე ადამიანები არიან, რომლებიც შეიძლება აფეთქდნენ და ააფეთქონ სხვებიც. ჩვენს სიცოცხლეზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვა ადამიანების სიცოცხლის ბედი ჩვენი დაუდევრობით.

წინა სტუმარმა, ექიმმა, სოფო ჯაფარიძემ დაგიტოვათ კითხვა: აცრილი ხარ? აცრილი არ ვიყავი, ვერ მოვასწარი, კოვიდი დამემართა... 21-ში ვიყავი ჩაწერილი და ვერ მოვასწარი...

თქვენ რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? როგორ ჰგონია, რამდენი სიცოცხლე აქვს?

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵რისი შურს, რაზე ფიქრობს და რის გარეშე ვერ ძლებს? - იუნა შაფათავას ბლიცინტერვიუ

🔵რა რიტუალს ასრულებს სცენაზე გასვლის წინ, რისი ეშინია და რით ამაყობს? - ბლიც-ინტერვიუ გიორგი სუხიტაშვილთან

🔵ცხოვრების მთავარი მიღწევა, სკანდალური ჭორი და ბავშვობის ოცნება - ბლიც-ინტერვიუ აჩი არველაძესთან


ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვა...

3 წუთის წინ

„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ღ...

9 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგში საქართვე...

17 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

ლენტი

მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:47 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

14:55

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

შორენა ბეგაშვილის ყოფილი პარტნიორის შესა...

31 წუთის წინ

ლაშა ბარათელი და შორენა
ბეგაშვილი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

53 წუთის წინ

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

15:14

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან

„თუ ასე გაგრძელდება ვერც ერთი გადავრჩები...

15:09

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

15:08

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

15:06

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

14:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

14:53

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

14:53

ქალი