მანდატურს, რომელმაც 15 წლის გოგონა დააორსულა, გირაო შეუფარდეს

  • mediamall.ge
  • 27 იანვარი 14:20, 2017 წელი
მანდატურს, რომელსაც არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივ კავშირში ედება ბრალი, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 

პროკურატურა ყოფილი მანდატურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

 

როგორც გამოძიებით დადგინდა, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. შემდგომში სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა რამდენიმე თვის ორსულია, მისი ოჯახი კი არასრულწლოვანი შვილისა და 40 წლის მამაკაცის დაქორწინებაზე თანახმაა. პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით გრძელდება, რაც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს წინასწარი შეცნობით გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 7-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

ინფორმაცია, თერჯოლის №1 სკოლის მანდატურის მიერ სკოლის მოსწავლეზე სექსუალური კავშირის დამყარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge