ტერაქტი დედაქალაქის სასტუმროზე - 28 დაღუპული და 50-მდე დაშავებული

  • mediamall.ge
  • 26 იანვარი 17:20, 2017 წელი
სომალის დედაქალაქში სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს შესასვლელთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი შენობაში ტერორისტული დაჯგუფება "ალ-შაბააბის" წევრები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. 
 

სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის დროს სასტუმროში ქვეყნის პარლამენტის წევრები უნდა შეკრებილიყვნენ. ტერორისტთა სამიზნეს, სავარაუდოდ, სწორედ კანონმდებლები იყვნენ.

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge