საპარლამენტო უმცირესობა "გაზპრომის" საკითხზე დებატებს ითხოვს

  • pirveliradio.ge
  • 20 იანვარი 12:34, 2017 წელი
საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, სერგო რატიანმა გააკეთა:


„გაზპრომის“ თემა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართოს, რადგან არ მოდის კალაძე, უმრავლესობას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და რატომ მიაყენა ქვეყანას ეკონომიკური ზიანი. ჩვენ ამ ყველაფერზე პასუხის მისაღებად პოლიტიკურ დებატებს ვითხოვთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge