ჩხრეკის შედეგად სასულიერო პირის სახლში მარიხუანა ამოიღეს

  • pirveliradio.ge
  • 19 იანვარი 12:34, 2017 წელი

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ინფორმაციით, ქუთაისში, სასულიერო პირის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, რის შედეგადაც სავარაუდოდ ამოღებულია მარიხუანა.

როგორც "პირველ რადიოს" "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა განუცხადა, ამოღებულ ნივთებს სასულიერო პირს არ უბრუნებენ. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით საქმე არ აღძრულა. სასულიერო პირი კი "გირჩის" საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მისი საქმის გადავადებას ითხოვს.

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge