"უგულავა ციხეში გატუტუცებული შევიდა და დაბრძენებული გამოვიდა"

  • pirveliradio.ge
  • 18 იანვარი 17:24, 2017 წელი

დეპუტატ ნუკრი ქათარიას განცხადებით, გიგი უგულავა ციხეში ძალიან კარგ პირობებში იმყოფებოდა.

გიგი უგულავა როცა ციხეში შევიდა, ფაქტობრივად იყო გატუტუცებული და მაქსიმალურად უზრდელი, იქიდან გამოვიდა დაბრძენებული იერით, მშვიდი ტონალობით, დამშვიდებული, ჯანმრთელი-აცხადებს ნუკრი ქანთარია. :


"გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდა ჯანსაღი - ძალიან კარგ პირობებში იმყოფებოდა. მან იქ შეძლო კითხვა, რაღაცების გადაფასება, ფიქრი... ბევრი რაღაც წაიკითხა, ხშირად ახსენებს დოსტოევსკის, თომას მანს, ყველა ინტერვიუში რაღაც უნდა ჩართოს იქ წაკითხული. ძალიან ეტყობა ეს", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge