"ვინც სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, შეეძლებათ სკოლაში დაბრუნება"

  • pirveliradio.ge
  • 13 იანვარი 13:17, 2017 წელი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც სკოლებში სწავლა გარკევული მიზეზებით ვერ შეძლეს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

"დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება - მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge