შეიარაღებული თავდასხმა პრეზიდენტის სიძეზე და თვითმხილველების ნაამბობი

  • rustavi 2.com
  • 12 იანვარი 13:26

ერთ-ერთი ვერსიით მომხდარს წინ უძღვოდა დაპირისპირება გოგოჭურს, მის მეგობარ თათრიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის.

გოგოჭური მიხეილ თათრიშვილთან ერთად ბალანჩივაძის ქუჩაზე გაემგზავრა, სადაც მათ ესროლეს.


როგორც ცნობილია სწორედ ამ მისამართზე ცხოვრობს მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი. მანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ ტყვიების კვალი ეტყობა. 


მომხდარს იხსენებენ თვითმხილველებიც.


„სროლა გავიგე დაახლოებით 9 საათზე, ზედიზედ იყო რამოდენიმე გასროლის დმა, სადღესასწაულო ფეიერვერკებს მივამსგავსე და აღმოჩნდა რომ აქ მომხდარა,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.


გოგოჭურზე მომხდარი თავდასხმის დროს კიდევ რამდენიმე მანქანა დაზიანდა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იდგნენ.


„ანაზღაურების თემაზე ვაპირებ საუბარს და იმედია რომ კომპენსაცია იქნება. მე როგორც ვიცი პრეზიდენტის სიძე თავად არის დაზარალებული და შესაბამისად ვინც ესროლა პრეტენზია იმასთან იქნება, ვინც ტყვია მოახვედრა მანქანას“- აცხადებს დაზიანებული მანქანის პატრონი. 

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com