ექიმის პირველი კომენტარი პრეზიდენტის სიძეზე

  • rustavi 2.com
  • 12 იანვარი 12:10

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ. 

როგორც მათი მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ კვაჭაძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა.


კვაჭაძის თქმით პრეზიდენტის სიძესთან და მის მეგობართან ჯერჯერობით არ ყოფილან სამართალდამცველები.


შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ გვიან ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com