მაია რჩეულიშვილის ადვოკატები დღევანდელი სხდომის გადადებას ითხოვენ

  • info9.ge
  • 12 იანვარი 12:01

დღეს, კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი მოწმეები დაიკითხებიან.


აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის ადვოკატის მარინა ცუცქირიძის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდებულის დასწრების გარეშე არ უნდა ჩატარდეს.


მისი თქმით, მაია რჩეულიშვილს მთავარი მოწმეების დაკითხვის პროცესზე დასწრება თავად სურს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დღევანდელ პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს.

სრული ვერსიის ნახვა info9.ge