სოროსის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა იგეგმება

  • სხვადასხვა
  • 12 იანვარი 11:53

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, უნგრეთში მილიარდერ ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა იგეგმება. 

უნგრეთის მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, ზილარდ ნემეთის განცხადებით, "ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამოიყენებს ყველა შესაძლო ძალას, რათა უნგრეთი სოროსის მიერ შექმნილი ორგანიზაციებისგან განწმინდოს."  
 


"ვფიქრობ, რომ მიზნის განხორციელება, აშშ-ში ტრამპის გამარჯვების შემდეგ შესაძლებელია," - აღნიშნა ნემეთმა.

 

Bloomberg-ის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბუდაპეშტში მდებარე "ღია საზოგადოების ინსტიტუტში" პასუხი ვერ მიიღეს.

 
 
 
 


სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა