როგორ ცხოვრობს საქართველოს 17 გზის ჩემპიონი - მისი ყოველდღიური შემოსავალი 5 ლარია

  • სხვადასხვა
  • 12 იანვარი 11:21
  • 732
14 წლის აიდანის ბადიროვის შესახებ საზოგადოებამ ოთხშაბათს 11 იანვარს "პალიტრაTV"-ზე გასული სიუჟეტიდან შეიტყო. 

აიდანის ბადიროვი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 17 გზის ჩემპიონია. ეს სპორტი მისი გატაცებაა, თუმცა რომ არა მწვრთნელები, აიდანისის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ბავშვის ჭიდაობაზე ტარებას ვერ შეძლებდა. აიდანისი სპორტისგან თავისუფალ დროს ბაზარში ლიმონს ყიდის და ოჯახს ამით ეხმარება. 


სიუჟეტის გასვლის შემდეგ "ფოსტალიონმა"  სპორტსმენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა 


მისი ყოველდღიური შემოსავალი 5 ლარია. მამას მუდმივი სამუშაო არ აქვს. როცა მუშაობს, დღეში 15 ლარს უხდიან. აიდანისი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს, 4 საათისთვის სოფელ დიღმისკენ, კლუბში სავარჯიშოდ მიდის. 



თუ ვინმეს სურვილი ექნება, შეუძლია პირადად მოიკითხოს პატარა ტიტულოვანი სპორტსმენი. თითოეული ადამიანის ყურადღებას, კეთილ ნებას და გვერდით დგომას მისი ოჯახისთვის და აიდანისის წარმატებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტ. 555 31 35 31

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა