"ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოდიუმზე სიარულს ვაპირებ" - რა ხდება ბერას კარიერაში

  • gza.ambebi.ge
  • 12 იანვარი 11:11
  • 59
ბერა ივანიშვილი თავის კარიერაში მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალი "გზას" ესაუბრა. 

"როდის დავოჯახდები? ამ შეკითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ ხოლმე... ჯერჯერობით, საქმეზე ვარ შეყვარებული. მთელ ჩემს დროს საქმეს ვუთმობ, რადგან ისეთ ასაკში ვარ და ჩემი კარიერა ისეთ ეტაპზეა, რომ ახლა თუ არ დავიხარჯე, მაქსიმუმი ახლა თუ არ გავაკეთე, მერე ამას მთელი ცხოვრება ვინანებ...  "პოდიუმებზე სიარულს არ ვაპირებ"
 
"მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ (იცინის). არსებობს სამოდელო სააგენტოები, რომლებიც მომღერლებს, მსახიობებს "აიყვანენ" და მოდის სამყაროში "აპიარებენ". ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოდიუმზე სიარულს ვაპირებ. "ნექსთ მოდელთან" ვთანამშრომლობდი, ახლა სააგენტოს შეცვლას ვაპირებ. ჯერ კონტრაქტზე ხელიც არ მომიწერია და წესით, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ გიმხელთ (იცინის)... დღესდღეობით, "ფეშენი" და მუსიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ეს აუცილებელი ფაქტორია", - ამბობს ბერა ივანიშვილი.


წყარო: gza.ambebi.ge