აკა სინჯიკაშილის სკანდალური პოსტი ექიმზე - ერთი წამით მოსწყვიტა თვალი "ფეისბუქს"

  • facebook.com
  • 12 იანვარი 10:38
აკა სინჯიკაშილი კლინიკა "ოფთალმიჯში" თავსგადამხდარ ამბავს სოციალურ ქსელში ავრცელებს. პოსტში სინჯიკაშილი ბავშვთა ექიმის მხრიდან პაციენტის გულგრილობას უსვამს ხაზს.

"კი მივეჩვიე თითქმის ამ ქვეყანაში უპასუხისმგებლო ადამიანებს, მაგრამ ეხლა ძაან გამწარებული ვარ. დღეს თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვი ჩამოვიყვანე, მრავალშვილიანი ოჯახიდან რომელსაც თვალები აქვს საოპერაციო. 5-ს 10 წუთი აკლდა მივიყვანე ჯავრიშვილის კლინიკაში "ოფთალმიჯი". ბავშვთა ექიმმა ერთი წამით მოსწყვიტა თვალი ფეისბუქს და გამოაცხადა 6-ის ნახევრამდე ვმუშაობ, გასინჯვას ერთი საათი მაინც უნდა და ვერ მოვასწრებო. პროსტა ორჯერ როგორ გულით ვთხოვე, ამ ბავშვს უკან ნუ გამატან 15 წუთის გამო, სოფლიდან ჩამოვიყვანეთქო, რაზეც აღშფოთდა და გამოგვიშვა გარეთ მაინც. ყოჩაღ "ოფთალმიჯი", ასეთი ადამიანები დანიშნეთ ბავშვების ექიმად არაუშავს ხვალ ახალ კლინიკას მივძებნი და თავიდან ჩამოვიყვან ბავშვს, სახელი და გვარი არ ვიცი ამ ექიმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შეცდომით არის ბავშვთა ექიმი " - წერს აკა სინჯიკაშილი.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com