დღეს გიგა ბოკერია ბრიფინგს გამართავს და "ნაცმოძრაობას" ოფიციალურად დატოვებს

  • რეზონანსი
  • 12 იანვარი 10:24
  • 14

გაზეთი "რეზონანსი" დღევანდელ ნომერში - ბოკერიას გუნდის მიერ ბრიფინგის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალურად დატოვებს.

"ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პარალელურად, დაპირისპირებული მხარეები 20 იანვრის ყრილობის ლეგიტიმაციის საკითხზე დავობენ.


ბოკერია-ბაქრაძის ფრთა მიიჩნევს, რომ ყრილობა ორგანიზაციული და იურიდიული ნორმების დარღვევის გამო ლეგიტიმური ვერ იქნება. სააკაშვილის გუნდი კი ფიქრობს, რომ ბოკერიას ფრთა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებასა და უმრავლესობის ნებას მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟის მიზნით დაუპირისპირდა.



წყარო: რეზონანსი