”გირჩის” წევრებმა სამართალდამცველებს წითელი ხალიჩა დაუგეს

  • ipress.ge
  • 11 იანვარი 16:52
  • 106

”გირჩის” წარმომადგენლებმა ოფისის შესასვლელთან წითელი ხალიჩა შინაგან საქმეათა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დააგეს.

მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და სწორედ ამიტომ დააგეს წითელი ხალიჩა.


10 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიამ, გირჩი, საკუთარ ოფისში მარიხუანის დათესვის შესახებ განცხადება გააკეთა.


შსს-მ გამოძიება 31 დეკემბერსვე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე პარტიის ოფისში სამართალდამცავები არ იყვნენ მისული და არც პარტიის წევრები დაუკითხავთ.


სრული ვერსიის ნახვა ipress.ge