"რუსთავი 2"–ის პროექტი ხალხს რამდენიმე წელია გონებას უწამლავს"

  • facebook.com
  • 11 იანვარი 15:40
  • 358

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის" სახელით დარეგისტრირებული გვერდი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებსა" და პროექტს "გააგრძელე საქართველოს ისტორია" ერთმანეთს ადარებს.

გვერდის მიერ გავრცელებული ფოტოს დასატაურებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრი მაუწყებელის პროეტს, რომელიც საზოგადოებისთვის კულტურული საზრდოა და დაფინანსება უმცირდება.


ამის ფონზე "საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის" გვერდის ადმინისტრატორი ტელეკომპანია "რუსთავი 2" ზე გასული პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მაღალ ბიუჯეტს აპროტეტსტებს.


"მარცხენა სურათზე თქვენ ხედავთ "გააგრძელე საქართველოს ისტორიის" ერთ–ერთ პერსონაჟს, მარჯვნივ კი, "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟს.


"გაგრძელე საქართველოს ისტორიის" პროექტს, რომელიც ემსახურება ქართველი ერისათვის, საკუთარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას პირველი არხი ბიუჯეტს უმცირებს, შესაძლოა ვეღარც კი ვიხილოთ ქართულ ტელესივრცეში, მაშინ, როდესაც "რუსთავი 2"–ის პროექტი ქართველ ხალხს რამდენიმე წელია გონებას უწამლავს.(რომლის ბიუჯეტი ალბათ, 10–ჯერ აღემატება "გააგრძელე საქართველოს ისტორიის" ბიუჯეტს).


საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის გვერდს არანარი კავშირი არ აქვს პროექტ "გააგრძელე საქართველოს ისტორიის" ჯგუფთან!" - წერს გვერდი.


ზემოაღნიშნული პოსტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პარლამენტარმა ადა მარშანიამ შემდეგი კომენტარით გააზიარა: მე განა მწყინს... 
უბრალოდ ვერ ვიგებ, რა შუაშია როცა პირველ არხს (საზოგადოებრივ მაუწყებელს) შეუმცირდა ბიუჯეტი და საბჭომ თუ ვინც წყვიტავს იმათმა რომ გადაწყვიტეს, რომელიღაც გადაცემის გაჩერება და კერძო კომპანია რ2-ის პროდუქტი, რომელსაც ასევე კერძო კომპანია აკეთებს და თან ისე რომ ფულს შოულობს და ეს ნაშოვნი ფული იმ პირველი არხის გადაცემაზე 10ჯერ მეტია, როგორც აქ წერია.  


ანუ შედარება რა შუაშია და ერთმანეთთან რა კავშირშია ეგ ვერ გავიგე, თორემ ეს ორი ფაქტი, რომ ასეა, კაი...


სრული ვერსიის ნახვა facebook.com