"2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება"

  • plus.kvira.ge
  • 11 იანვარი 14:17, 2017 წელი
მეცნიერ დევიდ მიდის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში პლანეტა იქსი (ნიბირუ) დედამიწას დაეჯახება და ყველა ცოცხალ არსებას გაანადგურებს.

მიდის უცნაურ პროგნოზებს ბრიტანული გამოცემები – "დეილი მეილი," "მეტრო" და "ექსპრესი" ავრცელებენ.


მეცნიერი ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციას პანიკის თავიდან ასაცილებლად მალავენ.


"ნასამ" მეცნიერის, ამ განცხადებებზე კომენტარი გააკეთა და ნიბირუს და სხვა მსგავსი პლანეტების შესახებ ინფორმაციებს ინტერნეტ-მისტიფიკაცია უწოდა. 


"არ არსებობს არანაირი ფაქტები ამ მოსაზრებების დასადასტურებლად. თუ რამე პლანეტა უახლოვდება დედამიწას უახლოეს ათ წელიწადში, ამას არათუ ასტრონომები დაინახავდნენ, არამედ, ის შესამჩნევი იქნებოდა შეუიარაღებელი თვალისთვისაც," – აცხადებენ "ნასა"-ში.

სრული ვერსიის ნახვა plus.kvira.ge