"წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ“ - ბრიტანული გამოცემა ყვარლის სტადიონით აღფრთოვანდა

  • 15 თებერვალი 12:55

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა.

"საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის "დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ - წერს ბრიტანული გამოცემა.


ყვარლის ციხესიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა. 2018 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.