ზვიადს ცოტა მეტი სიცოცხლე რომ დასცლოდა, ის და ხატია დამეგობრდებოდნენ - ბუნიათიშვილის და მანჩო გიორგობიანს პასუხობს

  • 15 თებერვალი 11:38

სამწუხაროდ, ზვიადი რომ გარდაიცვალა ხატიას ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა, ზვიადს ცოტა მეტი სიცოცხლე რომ დასცლოდა, დარწმუნებული ვარ, დამეგობრდებოდნენ და ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრებდნენ,- ასე პასუხობს ხატია ბუნიათიშვილის და, გვანცა ბუნიათიშვილი მანჩო გიორგობიანის პოსტს სოციალურ ქსელში, რომელმაც ელისო ვირსალაძისადმი ზვიად გამსახურდიას მიერ მიძღვნილი ოდა გაიხსენა.

"ქალბატონო მანჩო, თუკი მუსიკოსის სიღრმეს და განათლებას მისდამი მიძღვნილი ლექსებით განსაზღვრავთ, მაშინ დაგამშვიდებთ და გაგახარებთ, რომ ხატიას გიდონ კრემერმა წიგნი მიუძღვნა, თომას მანის შვილიშვილმა მისი წიგნის ერთი თავი, და არ ჩამოვთვლი სხვა ნაწარმოებებს, როდესაც რეჟისორები მისი ინსპირაციით ფილმებს იღებენ და მხატვრები თუ პოეტები მას ჩანახატებს უძღვნიან.


სამწუხაროდ, ზვიადი რომ გარდაიცვალა ხატიას ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა, თუმცა უკვე კითხულობდა და არა საბავშვო ლიტერატურას, მისი ტვინი და ინტელექტი მის ასაკს ბევრად წინ უსწრებდა. ზვიადს ცოტა მეტი სიცოცხლე რომ დასცლოდა, დარწმუნებული ვარ, დამეგობრდებოდნენ და ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრებდნენ. ჯერ კიდევ 10 წლის ხატია მისი ბავშვობის ერთ-ერთ რთულ პერიოდს ზვიადის მამის, კონსტანტინეს დავით აღმაშენებელის 4 ტომეულით იქარვებდა. ნამდვილად დასანანია, რომ ეს ადამიანები არ გადაეკვეთნენ ერთმანეთს.


ელისო, სამწუხაროდ, სუბიექტურია ხატიას წინაშე. მან ძალიან კარგად იცის ხატიას რა განათლება აქვს მიღებული. მაგრამ ის ნაწყენია, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერმა და პერსპექტიულმა სკოლის მოსწავლემ სწავლის გაგრძელება ჯერ თბილისის კონსერვატორიაში გიზი ამირეჯიბთან გადაწყვიტა და შემდეგ ვენის უნივერსიტეტში ოლეგ მაიზენბერგთან. ეს წყენა დღემდე ვერ დავიწყებია, როგორც ჩანს. მისი კომენტარი განათლებასთან დაკავშირებით პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს მის კოლეგებს, მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ მაესტრო გიზი ამირეჯიბს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნიბილ პროფესორ ოლეგ მაიზენბერგს, რომ არაფერი ვთქვათ ხატიაზე. აბა, განათლების საზომი რა არის, ეს მხოლოდ სულელმა თუ იცის და ამას როგორ დავწამებ?


მე, კი მწყინს "მტრისგან“ სუბიექტური შეფასება. მაგრამ თქვენ მართალი ხართ, ეს არ იყო შეფასება, ეს იყო მისი უცაბედი რეაქცია ხატიას სახელი და გვარის გაგონებაზე..


თქვენიც მესმის, ელისოს მიმართ (მისი ინტერვიუდან გამომდინარე) უარყოფითი ემოციების ტალღის გამო ცდილობთ მის დაცვას. მეც იგივე რეაქცია მქონდა, რაც არ უნდა იყოს, დაჩაგრულის დაცვა ინსტიქტურად მინდება. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ინტერვიუს შემდეგ, საბოლოოდ, დაჩაგრული ელისო გამოვიდა. ძალიან ვწუხვარ“,- წერს გვანცა ბუნიათიშვილი მანჩო გიორგობიანის Facebook გვერდზე.


შეგახსენებთ, ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ თავის კოლეგაზე, ხატია ბუნიათიშვილზე ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც აკეთებს, საშინელებაა.


ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილზე: ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, საშინელებაა


მანჩო გიორგობიანი ხათია ბუნიათიშვილზე: როიალს ვიბრატორივით ხმარობს, კლასიკაა თუ "სექსი პლიაჟზე“, რომ ვერ გაიგებ


"ქალბატონო ელისო, საბჭოთა მუსიკოსს, ხატია ბუნიათიშვილი უნიჭო რომ გგონიათ, სულაც არ მიკვირს"


დინი ვირსალაძე ხატია ბუნიათიშვილზე: როცა ლომი კატას აკრიტიკებს, ამაში გასაკვირი რა არის?!