15 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

  • 15 თებერვალი 10:34

გაეცანით 15 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ


11-19 თებერვალი


ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.


ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.


მნიშვნელოვანი რიცხვებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72


ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.


ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.


15 თებერვალს დაბადებულები


15 თებერვალს დაბადებულების ბედს მათივე არჩევანი განსაზღვრავს. აირჩევენ სიკეთისა თუ ბოროტების გზას, ამაზეა სწორედ დამოკიდებული მათი ცხოვრება. თუ სიკეთის გზას აირჩევენ, მათ გარშემო სითბო და ბედნიერება იტრიალებს, თუ ბოროტების გზას - მთელი ცხოვრება ტანჯვა და უბედურება იქნება მათი თანმდევი, გარშემო კი ისეთი ადამიანები ეყოლებიან, რომლებიც მის თითოეულ შეცდომას ჩაუსაფრდებიან. ამ დღეს დაბადებულები ბოლომდე იცავენ თავისთვის ძვირფასს, მათ არ აშინებთ ახალი პირობები, ცვლილებებზე სწრაფად რეაგირებენ. ნებისმიერ გამოცდას ღირსეულად გადიან. ხანდახან უკმაყოფილებისა და საკუთარ თავში ეჭვის შეტანის, იმედგაცრუების პერიოდებიც უდგებათ, რაც მათ ცხოვრებას ართულებს. ფინანსური თვალსაზრისით მათი ცხოვრება იქნება გამარჯვებებისა და დამარცხებების ჯაჭვი; მათ კარგად უნდა ისწავლონ ფულის მართვა და ეს მათ სიმდიდრის მოპოვებაში დაეხმარება.


ამ დღეს დაბადებულებს შესანიშნავი წარმოსახვის უნარი აქვთ. მშვენიერ შედეგებს იღებენ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს შემოქმედებითი თუ ტექნიკური პროექტები. და მათი წარმატება ნაწილობრივ მათ პოტენციალს უკავშირდება – ყველაფრის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება აქვთ. მათი ცხოვრების გზა აღმასვლებისა და დაღმასვლების მონაცვლეობაა, თუმცა ამ დღეს დაბადებულები მარცხს მძიმედ იტანენ, თუ ვითარების გამოსწორებას ვერ ახერხებენ, დიდხანს იტანჯებიან და მწყობრიდან გამოდიან.


15 თებერვალს დაბადებულები მტკივნეულად აღიქვამენ კრიტიკას. გრძნობები მათ თითქოს შუბლზე აწერიათ, ამიტომ მათი პროვოკაციაზე წამოგება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მათ ყოველთვის საქმის პოზიტიური შედეგისა და თავიანთი წარმატების იმედი აქვთ. ამავე დროს, წარმატებასა და კეთილდღეობას მხოლოდ საკუთარ თავს არ უსურვებენ, არამედ ახლობლებსაც. ხშირად მფარველობენ სუსტებს და ზრუნავენ მათზე. ფულს იოლად, მსუბუქად ხარჯავენ. ერთგული არიან თავიანთი პრინციპებისა და მას ყოველთვის კატეგორიულად იცავენ.


15 თებერვალს დაბადებულები ურთიერთობებში თავისუფლების მომხრენი არიან. არიან ძალზე ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ. აქვთ განვითარებული თვითდისციპლინა და აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, როდესაც განტვირთვასა და მოდუნებას გადაწყვეტენ, შეიძლება სრულიად უკონტროლო და უმართავი გახდნენ. მაგრამ, ისინი საკმაოდ ჭკვიანი არიან და ესმით, რომ კეთილდღეობას მხოლოდ წესრიგი მოიტანს.


ნაკლებად განვითარებულმა პიროვნებებმა უნდა შეწყვიტონ საკუთარი თავის შეცოდება, გააკონტროლონ მრისხანების უეცარი გამოვლინებები, რადგან ამ დღეს დაბადებულები შეიძლება ნეგატიური ბობოქარი მოვლენების თავისებური წყარო გახდნენ. ასაკთან ერთად, უმეტეს შემთხვევებში, მათ სიბრძნეც ემატებათ და თავშეკავების უნარიც. და მაინც, 15 თებერვალს დაბადებულების ხასიათის დიდი პლუსი მაინც მათ ემოციურობაშია. გასცემენ რა ემოციებს, იღებენ კიდეც საპასუხოდ და ამით ხდება მათი სრულყოფა, განვითარება, წინსვლა.


ჯანმრთელობა


15 თებერვალს დაბადებულებს ალერგიისადმი აქვთ მიდრეკილება; მათზე ადვილად მოქმედებს ტემპერატურის ცვლილებები. ზეემოციურობის გამო არასტაბილური აქვთ ნერვული სისტემა. მათთვის რეკომენდებულია ჩვეულებრივი ფიზიკური სავარჯიშოები. კარგად ერკვევიან საკვებში, უყვართ მისი მომზადება, ამიტომ მათთვის დიეტის შერჩევა იოლი საქმე არ არის.


რჩევა:


იყავით ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე - ეს რეალურია. ნუ ეთამაშებით საკუთარ მგრძნობიარობას. ისწავლეთ ყურადღების კონცენტრირება, განავითარეთ მოთმინება. ნეგატიური ემოციები უნდა გაკონტროლდეს. თქვენი ენერგია მხოლოდ სასიკეთო საქმეებისთვის უნდა გამოიყენოთ. ერიდეთ სხვების გავლენას.


წყარო