გიგის ღვაწლი ეკლესიის წინაშე არაერთხელ აღუნიშნავს საჯაროდ კათალიკოს პატრიარქს - მელქისედეკი გიგი უგულავაზე

  • 15 თებერვალი 10:28

მარგვეთისა და ურბნისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას წერილით მიმართავს.

"უფლის მიერ დაარსებული ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის იზრუნოს ყველა ადამიანზე, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა და სტატუსისა.


განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც განსაცდელში არიან, მათ შორის, საპყრობილეში მყოფთათვის. ჩემთვის ძალიან რთულია ვისაუბრო ადამიანზე, რომელიც არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. მე და გიგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში კურსელები ვიყავით. გიგი იყო გამორჩეული ყველა სტუდენტებში თავისი წიგნიერებით, წესიერებით, სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულით.


ეს ეკლესიის სიყვარული მან გამოავლინა, როდესაც ის დედაქალაქის მერი იყო. ეს გამოიხატა თბილისში არსებული ტაძრების მშენებლობებით, მოპირკეთებით. მისი ღვაწლი ეკლესიის წინაშე არაერთხელ აღუნიშნავს საჯაროდ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს.


ვისურვებ, რომ გიგიმ დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის შვილებს ოჯახსა და მეგობრებს“, - ამბობს მელქისედეკი.