სასტუმროს ნომერი სექსისთვის საუკეთესო ადგილია

  • 14 თებერვალი 23:18

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და საოჯახო ფსიქოთერაპევტი იან კერნერი ამტკიცებს, რომ უჩვეულო ადგილას სექსი ორგანიზმში ნეიროჰორმონ დოფამინს გამოყოფს. სწორედ ეს ჰორმონი იწვევს თქვენში ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნებას.

ასევე, დოქტორი კერნერი ფსიქოლოგიურ ეფექტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აუცილებელი არ არის, სექსისთვის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი იქირაოთ, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სასტუმროს ოთახი:


"ნომერში არ არის თქვენი შვილების ფოტოები, თვალში არ გხვდებათ კომუნალურების ქვითრები და ის ნივთები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გარს გახვევიათ, გარდა პარტნიორისა", - განმარტავს ფსიქოთერაპევტი.



მისივე თქმით, საძინებელში ჩამოკიდებული ფარდაც კი შესაძლოა, ცუდი სექსის მიზეზი იყოს, რადგან ის თქვენში ყოველდღიურ პრობლემებთან ასოცირდება. ხოლო, აი, სასტუმროს ოთახში ჩამოკიდებულ ფარდას, შესაძლოა, ყურადღება არც კი მიაქციოთ.


ასე რომ, თუკი გსურთ, საყვარელ პარტნიორთან საუკეთესო სექსი გქონდეთ, დაივიწყეთ სექსმაღაზიები და იქირავეთ ნომერი სასტუმროში, თუმცა, სექსსათამაშოები მაინც წაიღეთ, ყოველი შემთხვევისთვის.