ხუთი ჩვევა, რომელიც მოწევაზე არანაკლებ მავნეა

  • 14 თებერვალი 23:16

სიგარეტი კლავს - ამას ბევრისგან მოისმენთ, მაგრამ არის სხვა ჩვევებიც, რომლებზეც დიდად არ ლაპარაკობენ, თუმცა არანაკლებ მავნეა, ვიდრე მოწევა. 

 

მარტოობა
მარტოობა კლავს. სოციალური კავშირების უქონლობა, ბირმინჰემის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ ჯულიან ჰოლტ-ლანსტედის მონაცემებით, ისევე ამოკლებს სიცოცხლეს, როგორც დღეში მოწეული 15 სიგარეტი.



უძრავი ცხოვრების წესი
საოფისე სკამი ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობის მთავარი მტერია. 2014 წლის მეტა-გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი მწოლიარე ან მჯდომარე, მით მეტია ნაწლავების, ფილტვების, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი. არა აქვს მნიშვნელობა, სამუშაოდან თავისუფალ დროს მისდევთ თუ არა სპორტს: სკამი, სავარძელი და დივანი ადამიანის ნელი მკვლელია.


უძილობა
აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი აფრთხილებს ამერიკელებს: ძილის დარღვევა ეროვნული მასშტაბის პრობლემაა. ის 50-70 მილიონ ამერიკელს აწუხებს. ძილის უკმარისობა ინფარქტისა და ინსულტის რისკს აძლიერებს და ისევე მავნეა სისხლძარღვებისთვის, როგორც მოწევა.


მზე და სოლარიუმი
2014 წელს ჟურნალ JAMA-ში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ სოლარიუმი კანის კიბოს პროვოცირებას უფრო ხშირად ახდენს, ვიდრე მოწევა - ფილტვის კიბოსას.


უჭმელობა და დაუბალანსებელი დიეტა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველივე ამას სიგარეტზე უფრო მავნედ მიიჩნევს. 2016 წლის გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ არაჯანსაღი კვება მსოფლიოში უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ერთად აღებული ალკოჰოლი, თამბაქო და დაუცველი სექსი.