რატომ კივიან ქალები სექსის დროს?

  • 14 თებერვალი 23:13

როგორც ჩანს, მეცნიერები ჩვენს პირად ცხოვრებას მართლაც საფუძვლიანად იკვლევენ.

მეცნიერებმა გეილ ბრიუერმა და კოლინ ჰენდრიმ კვლევის ჩატარება გადაწყვიტეს, რომელშიც 18-დან 38 წლამდე, სექსუალურად აქტიური 71 ქალი მონაწილეობდა. ისინი დეტალურად გამოკითხეს, როგორ იქცევიან საწოლში. შედეგი კი ჟურნალ „სექსუალური ქცევის არქივში“ გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გამოკითხულ ქალთა 66% ცდილობს, რაც შეიძლება ხმამაღლა გამოხატოს ემოცია სექსის დროს, არა იმიტომ, რომ ეს სიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ სექსუალურმა პარტნიორმა უფრო სწრაფად მიაღწიოს კულმინაციას. ანუ, მხოლოდ იმიტომ კივიან, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდეს.

გამოკითხულთა 87% კი აღიარებს, რომ ხმამაღლა მხოლოდ იმიტომ ყვირის, რომ სექსუალურ პარტნიორს თვითშეფასება აუმაღლოს.
თუმცა, რადგანაც ფილმები (არამხოლოდ პორნო, მხატვრულიც კი) გვასწავლიდნენ, რომ ქალის კივილი სექსის დროს სიამოვნების სიმპტომია, ვეღარც წარმოგვიდგენია, რომ ვნებიანი სექსი შეიძლება ჩუმი იყოს.