ანტიბიოტიკი სექსის შემდეგ ვენერიული დაავადებებისგან დაგიცავთ

  • 14 თებერვალი 23:08

მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ანტიბიოტიკების გვერდითი მოვლენები სასარგებლოა.

მეცნიერები, რომლებიც ბოლო დროს ჩვენს ცხოვრებაზე აბსოლუტურად ყველაფერს იკვლევენ, ვენერიული დაავადების პროფილაქტიკის ახალ მეთოდზე ალაპარაკდნენ. როტავირუსებისა და ინფექციების შესახებ კონფერენციაზე, რომელიც წელს, სიეტლში გაიმართა, წარმოადგინეს კვლევა, რომელიც ორგანიზმზე ანტიბიოტიკ დოკსიციკლინის გავლენას შეეხო.


აღმოჩნდა, რომ თუკი 72 საათის განმავლობაში მიღებული გაქვთ ანტიბიოტიკი, ვენერიული დაავადებების (სიფილისისა და ურეაპლაზმოზის) გადადების რისკი რამდენჯერმე მცირდება. სამწუხაროდ, გონორეას წინააღმდეგ ანტიბიოტიკი დოსიციკლინი უძლურია.


ეს კვლევა არ ნიშნავს, რომ სექსუალური კავშირის დროს (ანტიბიოტიკ დოსიციკლინის მიღების მიუხედავად) თავი არ დაიცვათ. თუმცა, თუკი ცეცხლოვანმა ვნებამ გაგიტაცათ და პრეზერვატივის არსებობა დაგავიწყდათ, მოძებნეთ საოჯახო აფთიაქში ანტიბიოტიკი. იქნებ?..