ინტიმური სიახლოვისთვის მავნე საკვები

  • 14 თებერვალი 23:05

პარკოსანი პროდუქტები - შეიცავს ანტიაფროდიზიაკებს და იწვევს მუცლის შებერილობას. ასე რომ, ძილის წინ ამგვარი პროდუქტების მიღება რეკომენდებული არ არის.

რძიანი შოკოლადი - ექიმი, ფსიქოთერაპევტი ფრან ვოლფიში განმარტავს:


"ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ შოკოლადი აფროდიზიაკია, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ შოკოლადი ადამიანს უფრო ღლის და ამასთანავე, ადუნებს ლიბიდოს".


 


შემწვარი კერძები - უარი თქვით შემწვარ ხორცზე, ბურგერებსა და ნაგეტსებზეც. ტრანსცხიმები შემწვარ პროდუქტებში მკვეთრად ამცირებს სექსუალურ სურვილს და თან, მამაკაცში არაჯანსაღი სპერმატოზოიდების რაოდენობას ზრდის, შესაბამისად, ამ დროს დაორსულების შანსიც მინიმალურია. ასე რომ, ნუ მიირთმევთ ფრის საწოლში „საქმის“ დაწყებამდე.



პოპკორნი - ეს სასუსნავი შესანიშნავია შიმშილის შეგრძნების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ იცით, რომ ის ლიბიდოს აქვეითებს და ასევე, კაცებში სპერმის ხარისხს ამცირებს? ასე რომ, ნუ მიირთმევთ საწოლში პოპკორნს - იქ უფრო საინტერესო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საქმე გელოდებათ!