რა დაავადებები ემუქრებათ ვერძს, კუროსა და ტყუპებს?!

  • 14 თებერვალი 22:51

ზოდიაქალური წრე 12 სექტორად არის დაყოფილი. ყოველი მათგანი სხეულის გარკვეულ ნაწილს და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს განაგებს. 

 

ვერძი
ზოდიაქოს პირველი ნიშანი პასუხისმგებელია თავზე, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.
თავის ტკივილები და შაკიკი, თავბრუსხვევები და თავის ტრავმები - ყველაფერი ეს ვერძისთვის დამახასიათებელია.
გონებრივი დაძაბულობა თავს იჩენს უძილობაში ან ზედმეტ ძილიანობაში.
ამიტომაც ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს უნდა გაუფრთხილდნენ, ეს მათი ყველაზე მტკივნეული ადგილია.


 


კურო
ზოდიაქოს ეს ნიშანი პასუხს აგებს სახესა და კისრის ზედა ნაწილზე. მისი მმართველი ვენერა სილამაზესთან და ხმასთან ასოცირდება. ამიტომაც კუროებს შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეთ მხედველობასთან, თვალებთან და კბილებთან.
კუროს ემუქრება ცხვირსა და ყელთან დაკავშირებული ანთებითი დაავადებები.


 



ტყუპები
ეს ნიშანი მართავს ყელის ქვედა ნაწილს და ნაწილობრივ ფილტვებს. ამიტომაც მას ბრონქიტი, პნევმონია და ხველა ემუქრება.
ტყუპების გავლენის კიდევ ერთი სფეროა ხელები. ამიტომაც მათ ზედა კიდურების ტრავმები და ხელის კანკალიც ემუქრებათ.
ამას გარდა, ამ ნიშანს ნერვული ქსოვილების დაზიანებისადმი აქვს მიდრეკილება.