მარნეულის ცენტრიდან 17 წლის გოგო თავზე ტომარაჩამოცმული გაიტაცეს (ვიდეო)

  • 14 თებერვალი 22:15

მარნეულის ცენტრში ოთხმა მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგო გაიტაცა. ამის შესახებ თვითმხილველები "მთავარ არხს" უყვებიან.

მათივე თქმით, არასრულწლოვანს, რომელიც ერთ-ერთი შენობიდან გამოვიდა, სადაც ის სასწავლებლად პედაგოგთან დადიოდა, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.


გოგონას მეგობრები ამბობენ, რომ გამტაცებლებიდან ერთ-ერთი იყო ბიჭი, რომელიც მას სოციალურ ქსელში წერდა. გოგონას მასთან ურთიერთობა არ უნდოდა.