Ryanair-ის სოციალური ქსელების გამოკითხვაში თბილისმა ბარსელონა დაამარცხა 

  • 14 თებერვალი 19:30

Ryanair-ის სოციალური ქსელების გამოკითხვაში, რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები, თბილისმა გაიმარჯვა. 

ფინალში საქართველოს დედაქალაქთან ერთად ბარსელონაც იყო. გამარჯვება თბილისმა მოიპოვა.  


გამოკითხვის შედეგად, პირველ ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. ფინალში გასვლამდე თბილისმა რომი, სანტორინი, პარიზი, მალიორკა, ლონდონი დაამარცხა.
გამოკითხვის შედეგად Ryanair-ი 2020 წლის მიმართულებებში თბილისს დაამატებს.


ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair ქართულ ავიაბაზარზე 2019 წლის ნოემბრიდან შემოვიდა.


ავიაკომპანია უკვე დაფრინავს მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე.


წყარო