თბილისი-ზუგდიდის მატარებელში გაჩენილ ხანძარს ვალენტინობის საჩუქარი ემსხვერპლა

  • 14 თებერვალი 17:21

ზუგდიდიდან დედაქლაქის მიმართულებით მოძრავ მატარებელს დღეს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.

თუმცა "დაშავდა" ვალენტინობის საჩუქარი –  სათამაშო ფუმფულა პანდა, რომელსაც სავარაუდოდ დედაქალაქში ვიღაც უნდა გაეხარებინა. ფოტო სათაურით: "ვალენტინობის საჩუქარი აბაშაში ხანძარს ემსხვერპლა. ps: მატარებლის ვაგონს გაუჩნდა ცეცხლი და პანდა მანდ დაეცა გმირულად", - სოციალურ ქსელში მომხარებელმა ზვიად აბლოთიამ გაავრცელა.



წყარო